ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ბებომ 112-ე დაბადების დღე აღნიშნა

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებმა ბებომ 112-ე დაბადების დღე აღნიშნა
,,ზინა ბებო თავს კარგად გრძნობს. მისი იუბილე მხიარულად აღვნიშნეთ. თავადაც ასწია ჭიქა და ყველას დღეგრძელობა გვისურვა", - ყვება მისი ნათესავი მაია ქეცბაია.

ზინა შამუგია 1908 წელს სოფელ ბარღებში დაიბადა. შეესწრო ენგურჰესის მშენებლობას, სადაც შემდგომში 10 წლის განმავლობაში იმუშავა. იმავე პერიოდში მუშაობდა რაიონულ ჩაის ფაბრიკაშიც. შრომითი წარმატებებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. ასაკის მიუხედავად, ქალბატონი ზინა დღესაც აქტიურად შრომობს: უვლის საკუთარ ბოსტანსა და თხილის პლანტაციას. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბებო 112-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
კომენტარები