,,ფურცლების ფრიალი, მხოლოდ მანიპულაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა"

,,ფურცლების ფრიალი, მხოლოდ მანიპულაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა"
კონკურსის ,,მისტერ ვალენტინი" 2020 -ის გარშემო დაძაბულობა კვლავ გრძელდება, რადგან წელს ორი სამოდელო სააგენტო ატარებს აღნიშნულ კონკურსს, ამჟამად კახი ხაბეიშვილი პასუხობს მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს და სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ

კახი ხაბეიშვილი: ძვირფასო მეგობრებო, ეს რათქმაუნდა არარის სიახლე და ყველასთვის კარგად ნაცნობი ამბავია მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ , რომ კონკურსი მისტერ ვალენტი უკვე 10 წელია ტარდება საქართველოში.
პირველად ეს კონკურსი 2009 წელს ქალბატონმა ქეთა ნაჭყებიამ ჩაატარა , იდეის ავტორი გახლავთ ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე.
შემდგომ სამწუხაროდ ქეთა გარდაიცვალა და 2013 წლიდან 2014,2015,2016,2017,2018,2019 წლებში ატარებს “Best Models” კახი ხაბეიშვილი .მინდა გითხრათ რომ ამ კონკურსის ჩატარების სურვილი აქვს სხვა ადამიანსაც (რომლის გაპიარებასაც რათქმაუნდა არ ვაპირებ ჩემს გვერდზე ) .მე მაქვს კითხვა - რატომ? იმიტომ ,რომ
საინტერესოა და უკვე წლებია ტარდება ჩემს მიერ .ვატარებდი ყოველთვის განსხვავებულად , საინტერესოდ , ხარისხიანად , ვარსკვლავური ჟიურის წევრებით და წამყვანებით . ეს პროექტი ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში , აქტიურად შუქდებოდა როგორც მედია საშუალებების მიერ ისევე პრესაში . მე რათქმაუნდა არ ვაპირებ გულხელდაკრეფილი ჯდომას და ჩემი ამდენი წლის ნაშრომის სხვისთვის ჩუქებას , მინდა იცოდეთ რომ ამ კონკურსს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი და ეს ესე იქნება იქამდე სანამ ამის ძალა და ენერგია მექნება. და ასევე გპირდებით მე კახი ხაბეიშვილი 2020 ის მისტერ ვალენტინი იქნება ერთერთი საუკეთესო
სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის მოიგებს და დაამტკიცებს თავის სიმართლეს, იგივეა ე.წ. ,,ყადაღა" უზრუნველყოფის დროებითი ღონისძიება, ნებისმიერი მოქალაქისთვის სასამართლოსთვის მიმართვის კონსტიტუციური უფლებაა. იგივე შემიძლია გავაკეთო მე დღეს და გავაკეთებ კიდეც, ამიტომ მაგავსი ფურცლების ფრიალი, მხოლოდ მანიპულაცია და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა, რაც მაყენებს მნიშვნელოვან ზიანს.
კომენტარები