კაფე რომელიც პერსონას ტიტულს მიიღებს ცნობილია

კაფე რომელიც პერსონას ტიტულს მიიღებს ცნობილია
უკვე ორი წელია რაც ქართულ საკონდიტრო ბაზარზე კაფე წარწერით არომატო გამოჩნდა. კაფე არომატოს მთავარი კონცეფცია საკონდიტრო წარმოება გახლავთ. არომატომ სახელი თავისი გემრიელი ნუგბარითა და ულამაზესი დიზაინით უცებ მოიხვეჭა და ის კულტურული ღონისძიებების უცვლელი პარტნიორი გახდა. კაფე არომატოს ტორტებს ნახავთ პრემიერებსა და პრეზენტაციებზე, მსახიობებები, მომღერლების და ჟურნალისტების იუბილეებზე. კაფეს დამფუძნებელი ქალბატონი მზევინარ დოლაკიძე გახლავთ, რომელიც ფეხჩაუხრელად შრომობს ხარისხის და განვითარებისთვის. ზუსტად ამიტომ მომხმარებლების მოთხოვნით და რეკომენდაციით მზევინარ დოლაკიძე და კაფე არომატო პერსონა 2019 ის ტიტულს საუკეთესო ნუგბარისთვის მიიღებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს 6 ედ გაიმართება და სფეროს განვითარებისთვის 50 - წარმატებულ ადამიანს დააჯილდოებს.

წელს საუკუნის პერსონის ტიტულს მსახიობი თამარ სხირტლაძე და მომღერალი გიული ჩოხელი მიიღეებენ.

დაჯილდოების ცერემონია 20 დეკემბერს სასტუმრო გრანდ შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება.
კომენტარები