,,როცა ვიწყებთ საუბარს მსოფლიო გლობალურ პრობლემებზე პირველ რიგში გვახსენდება ომი და მშვიდობა" - გიორგი ფიფია

,,როცა ვიწყებთ საუბარს მსოფლიო გლობალურ პრობლემებზე პირველ რიგში გვახსენდება ომი და მშვიდობა" - გიორგი ფიფია
მსოფლიო გლობალური პრობლემები სინამდვილეში.

ძვირფასო მეგობრებო ჩვენ როცა ვიწყებთ საუბარს მსოფლიო გლობალურ პრობლემებზე პირველ რიგში გვახსენდება ომი და მშვიდობა, ეკოლოგიური დაბინძურება , დაავადებები, ჩამორჩენილობა და ასე შემდეგ ბევრი სხვა . ბავშვებს უხსნით და ვასწავლით რომელია ძირითადი პრობლემა და რატომ . ჩვენ ვიცით რომ ჩვენ პედაგოგები ვართ, ჩვენზე დგას მსოფლიო განათლება, მსოფლიო აღმშენებლობა და მშვიდობა:
ბავშვი იბადება, მიდის ბაღში მასწავლებელთან მერე გადადის სკოლაში ისევ მასწავლებელთან მერე უმაღლესში აბარებს და სწავლობს უფრო მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელთან. ასე და ამგვარად ბავშვი დაბადებიდან 20-25 წელს მაინც გადის მასწავლებლის ხელში . ვინ არიან ჩვენი მოსწავლეები: მშრომელი ხალხი, ინჟინრები , ექიმები , მეცნიერები, პროფესორები, პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მინისტრები პრეზიდენტები და ასე შემდეგ.
,,როცა ვიწყებთ საუბარს მსოფლიო გლობალურ პრობლემებზე პირველ რიგში გვახსენდება ომი და მშვიდობა" - გიორგი ფიფია

თუ გვისწავლია ბავშვისთვის ოდესმე რომ გლობალური პრობლემების მიზეზი ისევ ადამიანია. ქვედა ფენა 5% , ზედა ფენა 95% . რომლებიც ქვეყნებს და მსოფლიოს მმართავენ. ვატყუებ ბავშვებს? არა?? დავიწყოთ თანმიმდევრულად: მსოფლიოს 200 ზე მეტი ქვეყანა ტრილიონებს ხარჯავს შეიარაღებაში, მილიარდები ჯდება ატომის შექმნა და ბევრი სხვა იარაღები რომელიც სპობს, კლავს, ანადგურებს . აქვე პარალელურად აფრიკაში, აზიაში, და სხვა კონტინენტების გარკვეულ ნაწილში სასმელი წყალი ენატრებათ ბავშვებს. სტატისტიკურად ათასზე მეტი ბავშვი იღუპება მსოფლიოში დღე ღამეში სასმელი წყლის დაბინძურებით ან არ ქონით. ასევე შიმშილით და სხვა. ნუთუ ჩვენს ყოფილ მოსწავლეებს, ქვეყნის მეთაურებს, მსოფლიო მმართველებს ვთხოვოთ რომ არ შექმნან თუნდაც ერთი წელი გამანადგურებელი იარაღის წარმოება, რომელიც ანადგურებს და კლავს. სადაც წყალი არ არის გაიყვანონ წყლის მილები სადაც სკოლა არის საჭირო ააშენონ სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები. სადაც სხვა პრობლემაა იმ პრობლემებში დაეხმარონ. იმ იარაღის ფულით, რომელიც ანადგურებს და სპობს და ამით გადავარჩინოთ მრავალი სიცოცხლე და დავაპუროთ მრავალი მშიერ-მწყურვალი , მივცეთ მეტი განათლება . ამას თუ ვერ შევძლებთ თანამედროვე გლობალური პრობლემა დათბობა კი არა , რესურსები კი არა, ადამიანების არასწორი მიდგომაა კაცობრიობისადმი, ბავშვებისადმი. ქვეყნის ლიდერებს, მსოფლიო ლიდერებს, ბავშვების სიცოცხლეზე წინ იარაღი, ატომი, საკუთარი გამდიდრება და სხვა პრიორიტეტები უყენიათ. ჩვენს ასე ვასწავლოთ ბავშვებს ? ბავშვებს მაინც ნუ მოვატყუებთ, ესენი ხომ მომავალი ლიდერები, პოლიტიკოსები, მინისტრები და პრეზიდენტები არიან , რა თქმა უნდა გარკვეული ნაწილი, გულში უფრო ჩაიხედავენ და გაანალიზებენ ყოველივეს და შეცდომასაც ნაკლებად დაუშვებენ მომავალში . მეტი ჰუმანიზმი, სიმართლის სწავლება თუნდაც მწარე სიმართლის , ვასწავლოთ სიმართლის გზაზე სიარული. მასწავლებელი როცა ბავშვთან მართალი იქნება ღმერთანაც მართალი იქნება . როცა ღმერთან მართალი ვიქნებით მოწყალებაც მეტი იქნება და შედეგიც.
ასე რომ ძვირფასო კოლეგებო დავფიქრდეთ რომელია ჩვენი გზა, და რა გაგვიყვანს საუკეთესო შედეგამდე.
ძვირფასო კოლეგებო ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. ბოდიშს გიხდით შეიძლება არცა ვარ მართალი, მაგრამ დღეს მე ასე ვხედავ და ეს არის ჩემი გულის წუხილი.
გთხოვთ პედაგოგების სახელით ყველამ გავიხსენოთ საიდან მოვდივართ , რანი ვიყავით და რანი ვართ , მეტი ყურადღება მსოფლიო გაჭირვებულ ბავშვებს , მეტი ყურადღება ჰუმანიტარულ ინდექსს, მეტი ყურადღება მშვიდობას.

მადლობა ყურადღებისთვის.
პედაგოგი: გიორგი ფიფია.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი