,,გადავადენი ერთმანეთში არაერთი საგნისა თუ მოვლენის ცოდნა"

,,გადავადენი ერთმანეთში არაერთი საგნისა თუ მოვლენის ცოდნა"
,,უდაბნოელი” ეს ახლგაზრდა ნიჭიერი მწერლის, პოეტის, რომანტიკოსის ფსევდომნიმია, რომელსაც ნათია ხადური ქვია. მისი ლექსები სულში ჩამწვდომია, მისი რომანი კი ბევრის სათქმელს ამბობს. უამრავი ტიტულის მქონე ქალბატონი მეოთხე საავტორო რომანის გამოსაცემად ემზადება.

ნათია ხადური გაასულ წელს საქართველოს წარმატებული ადამიანების დააჯილდოების ცერემონია ,,პერსონა 2021″ – ის ტიტულით დაჯილდოვდა.

ვინ არის დღეს ნათია ხადური?

ნათია ხადური დღეს არის ის, ვინ უნდოდა რომ ყოფილიყო ყველაზე გულწრფელ ბავშვს დიდი ხნის წინათ. სირთულეებით ნაწრთობი, გაწონასწორებული, მშვიდობისმოყვარე (ვცდილობ მაინც), სიკეთის დამნახველი ადამიანი. რაც შეეხება პროფესიას, – გადავადენი ერთმანეთში არაერთი საგნისა თუ მოვლენის ცოდნა, პროფესია და მივიღე – მწერალი…

რა დამიმტკიცებია დღემდე საკუთარი თავისთვის, რაც ჩემთვისვე აღმაფრთოვანებელი ყოფილა.

ბევრი რამ. თუნდაც ის რომ 32 წლის ასაკში კიდევ ერთხელ ჩავაბარე უნივერსიტეტში წიგნის გადაშლის გარეშე. თუნდაც ჩემი დღევანდელი საქმე, ყოველგვარი წინასწარი მომზადებისა და სპეციალობის შესწავლის გარეშე, ავდექი და დავწერე. უნდა ვამბობდე დავჯექი და დავწერე-მეთქი. მე კი ავდექი და დავწერე… თუნდაც ის, რომ არ არსებობს წყენა, რომელმაც მაჯობა. მათ შორის, უკანასკნელი – უდიდესია… არ არის მარტივი ასეთ სამყაროში იცხოვრო და არ წამოეგო თუნდაც სხვისი თვალთმაქცობიდან გამომდინარე, აგრესიისა და წყენის ანკესს. ყველაფერში ვდებ გულს და გავდივარ შედეგზეც…

მართლა ერთ კვირაში დაწერეთ რომანი?

არა! ის მთელი ცხოვრება იწერებოდა ჩემში. უბრალოდ, ერთ კვირაში დაიბადებიან ხოლმე… ანუ, ჩემი სულის სამყაროდან გარე სამყაროში გამოტანას ჭირდება ერთი კვირა. მოკლედ, მარტივად, – დიახ, ერთ კვირაში ვწერ ერთ რომანს. აგერ დავწერე მესამე რომანიც ერთ კვირაში. გაზაფხულზე დაიბეჭდება.

ლექსის დაწერას რა დრო ჭირდება?

არ მახსენდება 20-30წუთზე მეტი .

თავისურა არის თქვენთვის თავისუფლება?

ღმერთის უფლებაში ყოფნა, რომელიც ჩამოგბერტყავს ყველაფერს ზედმეტს და გრჩება უთვალთმაქცო სიყვარული…
კომენტარები