,,ხელოვნება სულიერი მდგომარეობაა რაც ცხოვრების მიმართ, აზარტს და სიყვარულს ქმნის“

,,ხელოვნება სულიერი მდგომარეობაა რაც ცხოვრების მიმართ, აზარტს   და სიყვარულს ქმნის“
უნიჭიერეს ემიგრანტ მხატვარს ნათია მერაბიშვილს გაგაცნობთ. მისი ნამუშევრები განსაკუთრებულობით გამოირჩევა, რადგან ნახატებს ყავის ნალექისგანაც ქმნის.

როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი გამხდარიყავით?თქვენი პირველი ნახატი გახსოვთ?

- როდესაც გავაცნობიერე, რომ მატერიალური ფორმა და ფერი ,სპონტანურად დაიბადა ქვეცნობიერი სურვილი პირველი ფორმის დაუფლების ,მერე ფერის. მხატვრობის სურვილი 6 წლის ასაკში მქონდა. პირველი ნახატი სიყვარულის ქალღმერთია რომელსაც ხელში დედამიწა ეკავა.

ადამიანი რომელსაც თქვენს პროფესიულ განვითარებაში წვლილი მიუძღვის
- ასეთი განსაკუთრებული ადამიანი არ ყოფილა ჩემს შემოქმედებაში .

როგორია ოჯახის წევრების დამოკიდებულება თქვენი შემოქმედების მიმართ?

- ჩემი მეუღლე ძალიან კარგად არის განწყობილი ჩემი შემოქმედების მიმართ და ყოველთვის გვერდში მიდგას! ეს ყველაზე ჩემთვის მაღლა დგას.

რომელიმე ნამუშევარი გამორჩეულად გიყვართ?

- გამორჩეულად ნამუშევარი სახელწოდებით ,,დროის ილუზია“ მიყვარს!სადაც აინშტეინის პორტრეტი ფიგურირებს.
,,ხელოვნება სულიერი მდგომარეობაა რაც ცხოვრების მიმართ, აზარტს   და სიყვარულს ქმნის“

თქვენ ყავითაც ხატავთ, როგორ დაიბადა იდეა, რომ ნამუშევრები ყავისგან შეგესრულებინათ?

- არის პესიმისტური მომენტი როდესაც შენი შემოქმედებით ვერ კმაყოფილდები და უბრალოდ სიჩუმე გინდა. ვიჯექი მარტო, ერთ მშვენიერ დღეს და ვუსმედი არმსტრონგს და უცაბედად რაღაც პარალელი გაივლო მუსიკასა და ყავის სურნელს შორის, ეს განუმეორებელი წამი არასოდეს არ დამავიწყდება და სიხარულის ნაპერწკალი ,დაიბადა ყავით დამეფიქსირებინა არმსტრონგი თუმცა ვხვდებოდი რაღაც სიგიჟე იყო ყავით ხაზის შენარჩუნება ძალიან რთულია.

როგორია თქვენი დამოკიდებულება ხელოვნებისადმი?
- ,,ხელოვნება სულიერი მდგომარეობაა რაც ცხოვრების მიმართ, აზარტს და სიყვარულს ქმნის და მაერთიანებს სოციუმთან.

თავიდან რომ დაბადებულიყავით,ისევ მხატვრობას აირჩევდით?

- დიახ შემოქმედებას კიდევ ერთხელ ავირჩევდი .

როგორ ფიქრობთ, მიაღწიეთ იმას რაც გინდოდათ?

- ვფიქრობ რომ გავიმარჯვე ჩემს თავზე და გონება ხელოვნებას დავუქვემდებარე, ეს საწყისისთვის ბევრს ნიშნავს.
როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?

- წყნარი კლასიკური მისიკა და განმარტოვება ადგილის, გარემოების მიუხედავად.

რუსეთში ორი პერსონალური გამოფენა გქონდათ, მოგვიყევით ამის შესახებ.

- რუსეთში ორი პერსონალური გამოფენა რელიეფური სკულპტურის სახით მქონდა, დივიდი დისკებით მოზაიკურად იყო აგებული. ეს ნომვატორული სტილი რამაც მნახველის დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია. მეორე გამოფენა პანდემიას დაემთხვა რამაც განსაზღვრა დისტანციური მსვლელობა გამოფენის, ამის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერეს.

ემიგრაციაში ხართ, თქვენი ნოსტალგია საქართველოზე.
- ყველაზე მტკივნეული მომენტი, ჩემი სიშორე და ნოსტალგიაა.

საქართველოში გამოფენას გეგმავთ, ალბათ განსაკუთრებით ემზადებით. ..

- დიახ ვგეგმავ და ვემზადები, თუ უფალი ინებებს განვახორციელებ გამოფენას .

სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ
- ვაპირებ საქართვრლოში დაბრუნდე და გავაგრძელო შემოქმედებითი საქმიანობა.
კომენტარები