,,ჩემი შემოქმედება მთლიანად სიყვარულია" - ეკა ნადირაშვილი

,,ჩემი შემოქმედება  მთლიანად სიყვარულია" - ეკა ნადირაშვილი

ვინ იყო თქვენი ლიტერატურის გზამკვლევი ?

-ქართული ლიტერატურაში ჩემი გზამკვლევები იყვნენ უნიჭიერესი პედაგოგები მაყვალა ხაჩიძე და
დავით მეტივიშვილი .

ადამიანი როცა იბადება, მასთან ერთად პოეტიც იბადება?თქვენს შემთხვავაში როგორ იყო? როდის დაიბადა პოეტი ეკა ნადირაშვილი?

-მე ემიგრაციაში დავიწყე წერა. პოეტობაზე არ მაქვს პრეტენზია სიმართლე რომ გითხრათ , მაგრამ რასაც ვწერ ეს ჩემი სულის ამოძახილია,
სკოლის პერიოდში მაქვს დაწერილი ლექსი მაგრამ არ შემინახავს აღარც კი მახსოვს.
ზოგადად ბავშვობიდანვე მიყვარდა პოეზია და ზეპირად ვიცოდი ჩვენი დიდი კლასიკოსების ლექსები .ვფიქრობ რომ ჩემში იყო ბავშვობიდანვე მარცვალი, რომელმაც ემიგრაციაში გაიღვიძა.

როგორ გსურდათ თქვენი ცხოვრება ისე განვითარდა?

- სამწუხაროდ ისე არ განვითარდა და ამის მოყოლა ვფიქრობ შორს წამიყვანს.
გეტყვით რომ მყავს ორი შვილი და შვილიშვილი რომლებიც ჩემს ცხოვრებას აფერადებენ.

საკუთარი თავის დახასიათება რომ გთხოვონ საკუთარი ლექსით, რომელი იქნებოდა ის?

--მე ჩემს მოყვასს გულით ვეტრფი იცი
*********************************
მე ჩემს მოყვასს გულით ვეტრფი იცი!?
იმასაც კი ვეტრფი ვინც, რომ მიმტრო,
მე ყველაში კეთილ მარცვალს ვხედავ,
სიძულვილი ჩემს სულს ვერ დაიპყრობს.

გულში ადგილს სიძულვილს ვერ ვუთმობ,
თვალი ყველას სიყვარულით უმზერს.
მე სიცოცხლეს ვეტრფი, მართლა ვეტრფი,
,,წუთისოფლის სტუმრები ვართ ისეც"

დავტკბეთ , ვკოცნოთ, მოვეფეროთ ერთურთს,
მტრობა, შუღლი, გავატანოთ ნიავს.
მზის სხივები დავაბნიოთ გულზე ჩვენთვის ვისაც გული უტკენია.

მე ჩემს მოყვასს გულით ვეტრფი იცი?!
იმასაც კი ვეტრფი ვინც, რომ მიმტრო.
მე ყველაში კეთილ მარცვალს ვხედავ,
სიძულვილი ჩემს სულს ვერ
დაიპყრობს.

სათქმელი, რომელიც თქვენს შემოქმედებას ფონად გასდევს
?

-ჩემი შემოქმედება მთლიანად სიყვარულია ...

თურქეთში ქართული კულტურის ცენტრის, დირექტორის მოადგილე ხართ, რა პროექტებზე მუშაობთ ამჟანად?


- დიახ მე გახლავართ მოადგილე სტამბოლში არსებული" ქართული ენის ცენტრი"-სა, ამ კვირას 2022.27.02.
1 საათზე დედის დღესთან დაკავშირებით
ღონისძიებას ვუძღვნით ემიგრანტ დედებს,
და ზოგადად ჩვენი ცენტრი სულ მალე გამოსცემს წიგნს სახელწოდებით ემიგრანტის ტკივილები, რომელშიც მონაწილეობას იღებს ქართველი ემიგრანტი პოეტები და არა მარტო პოეტები თავიანთი ჩანახატები და ლექსებით . ეს პროექტი ეკუთვნის ამ ცენტრის დამფუძნებელს უნიჭიერეს პოეტს, პედაგოგს ბატონ. გოდერძი მახარაძეს. ამ წიგნის პრეზენტაციას "ქართული ენის ცენტრი" გამართავს სტამბოლში.

როგორია თქვენი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო?

- მტკივა მე ჩემი ქვეყანა ,
ამდენი გაჭირვებული ხალხი
და თითქმის ორმილიონამდე ემიგრანტი ეს მართლაც გულსატკენია ასეთი ნიჭიერი და დიდი კულტურის მქონე ერისთვის...
იმედი მაქვს ყველაფერი დალაგდება და ჩვენც დავბრუნდებით.

რას ურჩევდით შემოქმედ ადამიანებს?

-მუზები წვეოდეთ ბევრი, საინტერესო წიგნის დაბადებას და მკითხველის სიმრავლეს.

მოგვიყევით თურქეთის ქართველ ემიგრანტებზე ?

- მიუხედავად დაბალი ანაზღაურებისა ჩვენ ემიგრანტები საკმაოდ ბევრ სიკეთეს ავაკეთებეთ ...
ჩვენ ერთად ძალიან ბევრისთვის გაგვიწვდია დახმარების ხელი ..მე მეამაყება და ქედს ვიხრი ჩემი სტამბოლის ემიგრანტების წინაშე უფალმა მოგცეთ ჯანმრთელობა სიკეთე და სიხარული ჩემო გმირი დედებო.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- ჩემი სამომავლო გეგმები ასეთია, ამჟამად თურქეთში ქართველი პოეტი ბატონო. გოდერძი მახარაძე თარგმნის თურქულ ენაზე ჩემ ლექსებს რომელიც სულ მალე იხილავს მზის სინათლეს . ეს ჩემი დიდი ოცნება იყო და დასასრულს უახლოვდება უკვე.
ამ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება სტამბოლში, მერე კი საქართველოში.
კომენტარები