რას გთავაზობთ გეთო პროჯექთი

რას გთავაზობთ გეთო პროჯექთი
ზვიად გეთია იურისტი, იურიდიული კომპანია ” გეთო ფროჯექთი” – ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი 30 წლის დაიბადა ქალაქ ზუგდიდში. 2009 წელს დაამთავრა ქალაქ ზუგდიდის სოფელ კახათის N1 საჯარო სკოლა. 2009 წელს ჩაირიცხა საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, 2014 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 09 თებერვლამდე მუშაობდა ქ. თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში იურისტის პოზიციაზე. 2017 დან 2019 წლის 09 იანვრამდე მუშაობდა ქალაქ ზუგდიდის საგანამანთლებლო რესურსცენტრში მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტად (იურისტი). 2020 წლიდან 2021 წლამდე მუშაობდა ქ.ბოლნისის რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივნის პოზიციაზე.
” გეთო ფროჯექთი” იურიდიული კომპანია არის, რომელიც თავის თავში თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, და საერთაშორისო ურთიერთობებს აერთიანებს. კომპანიის მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის. კომპანია დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით და ასევე კომპანია თანამშრომლობს სამართლის ექსპერტებთან და ამ დარგის სხვა სპეციალისტებთან მჭიდროდ, რაც კომპანიას აძლევს საშუალებას იყოს კონკურენტ უნარიანი. კომპანიას არსებობის მანძილზე წარმატებით ნაწარმოები აქვს იურიდიული პროექტები დამ სათან დაკავშირებული სხვადასხვა კომპანიების საქმეები.
კომპანია გთავაზობთ იურიდიული ხასიათის სრულ მომსახურებას სამართლის ყველა ძირითად დარგში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
სამოქალაქო სამართალი , ადმინისტრაციული სამართალი , ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი , წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და სახელმწიფო ორგანოებში , შრომის სამართალი , სააღსრულებო სამართალი , სანივთო სამართალი , ბიზნეს სამართალი , სამეწარმეო და კორპორაციული სამართალი , ვალდებულებითი სამართალი , სახელშეკრულებო სამართალი , საოჯახო- მემკვიდრეობითი სამართალი. კომპანიის გუნდი წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს – ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის.
კომენტარები