,,ჩემი პირველი მუზა, სევდამ შექმნა" - გუთი ბოლნელი

,,ჩემი პირველი მუზა, სევდამ შექმნა" - გუთი ბოლნელი
საოცრად თავმდაბალი ქალბატონი, პოეტი გუთი ბოლნელი უნდა გაგაცნოთ, მისი პირველი მუზა სევდა ყოფილა.


როგორი შეგრძნებაა იყოთ პოეტი და წერდეთ საზოგადოებისთვის?

ვიყო პოეტი და ვწერდე საზოგადოებისათვის, ერთგვარი ემოციის და პასუხისმგებლობის გრძნობაა.

პროფესია და პოეზია რამდენად შექცევადი იყო და არის თქვენს შემთხვევაში?

პროფესია, ჩემს პოეზიასთან არანაირ კავშირში არ არის. ისევე როგორც პოეზია, არ არის პროფესია.

როგორ წამოვიდა პირველი მუზა?

ჩემი პირველი მუზა, სევდამ შექმნა.

როგორც გსურდათ ისე ვითარდა თქვენი ცხოვრება?

ცხოვრება იმდენად რთულია, ნაკლებად მეგულება ადამიანი, ვისი ცხოვრებაც, ისე ვითარდებოდეს როგორც მას სურს. მეც ვეკუთვნი უმრავლესობას.

საკუთარი თავის დახასიათება რომ გთხოვონ საკუთარი ლექსით რომელი იქნებოდა ის?

სიტყვა უხეში, სიტყვა თბილი, სიტყვა ნუგეში,
მოვერიდები, არ მეტკინოს გული უბეში,
მოკრძალებული ვცდილობ დავდგე, თუნდაც კუთხეში,
ღიმილები მაქვს შენახული, თვალის გუგებში...

რისი სურნელი აქვს თქვენს პოეზიას?

ჩემს პოეზიას სევდის სინაზის სურნელი აქვს.

ცხოვრების გამეორება რომ შეიძლებოდეს, რას დატოვებდით ან რას გამოტოვებდით?

ცხოვრების გამეორება რომ შეიძლებოდეს, გამოვტოვებდი სევდას, და დავტოვებდი სევდას...

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვგეგმავ წიგნის გამოცემას.
მიწვეული ვარ მინი ფილმში, სადაც პოეტის ცხოვრება უნდა განვასახიერო . იდეის ავტორი თავად გახლავართ.
დანარჩენ გეგმებს ჩემთვის შემოვინახავ.
კომენტარები