,,პირველი ლექსი პირველ სიყვარულზე დავწერე" - ირმა კვაშილავა

,,პირველი ლექსი პირველ სიყვარულზე დავწერე" - ირმა კვაშილავა
შემოქმედი ქალბატონი ირმა კვაშილავა საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2022 -ის ტიტულს მიიღებს.


რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?


მე ბავშვობიდან მქონდა სურვილი პედაგოგი გავმხდარვიყავი,

იმიტომ , რომ ბავშვები მიყვარს და მათთან ურთიერთობა საინტერესო და სასიამოვნოა ჩემთვის…

როგორი შეგრძნება იყო როდესაც თქვენი პირველი ლექსი და სიმღერა დაწერეთ?

პირველი ლექსი პირველ სიყვარულზე დავწერე 15 წლის ასაკში, მიხაროდა რა თქმა უნდა … სიმღერა კი არ მახსოვს პირველად როდის დავწერე, რადგან სულ ღრმა ბავშვობიდან რაღაც მელოდიებს ვიგონებდი და ვაწყობდი გიტარაზე…

რაში გეხმარებათ მუსიკა და პოეზია?

ჩემთვის მუსიკა და პოეზია სულის საზრდოა, მივამატებდი კიდევ ქარგვას და ხატვას…

როგორ ფიქრობთ ფასდება შემოქმედი ადამიანის ნამუშევარი საქართველოში?


გააჩნია ნამუშაევარს, მგონი ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს…


როგორც ვიცი ხართ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი, ნამუშევრებს ბისერებისგან აწყობთ

მადლობა უფალს , რომ მაქვს კურთხევა ბისერებით ვქარგო ხატები: მოქარგული მაქვს წმინდა “თამარი” “იესოს შობა” წმინდა”ელენე” და ამ პანდემიის დროს “ღვთისმშობლის ხატი”

რათა დაიცვას დედაღვთისამ სრულიად საქართველო განსაცდელისაგან.

როდის წერთ? ვინ არის თქვენი მუზა როდესაც იქმნება ახალი ლექსი და სიმღერა?

მე ვწერ, როდესაც მომდის მუზა, ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს, მგზავრობისას, ჭურჭლის რეცხვის პროცეშიც კი,

ღამე ძილშიც წამოვმხტარვარ, ჩემი მუზა გარკვეულწილად სხვა და სხვა რამეა… ზოგჯერ ბუნება მაწერინებს, ზოგჯერ სხვა და სხვა პოეტების ლექსების კითხვისას თუ შინაგანად ვგრძნობ ლექსს მომდის მელოდია… ძირითადად სულიერ განცდებზე ვწერ…

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმებს რა გამოლევს, ვფიქრობ ჩემი შემოქმედებითი საღამო მოვაწყო, სტუდიურად ჩავწერო ყველა ჩემი სიმღერა (რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული) და გამოვუშვა საკუთარი ალბომი…
კომენტარები