,,სკოლა მომავალი თაობის განათლების ადგილია" - მარიკა ცუკილაშვილი

,,სკოლა მომავალი თაობის განათლების ადგილია" - მარიკა ცუკილაშვილი
კარგი განათლება სახელმწიფოს განვითარების და ძლიერების უმთავრესი პირობაა ეს სიტყვები ინტერვიუში პედაგოგმა მარიკა ცუკილაშვილმა გვითხრა, ქალბატონი მარიკა ცუკილაშვილმა გასულ წელს ერთდროულად მიიღო დამსახურებული პედოგოგის და პერსონა 2021 ის ტიული განათლების განვითარებასი შეტანილი წვლილისთვის.


ქალბატონო მარიკა პროფესია მასწავლებელი რა შეგრგნებებს იწვევს თქვენში?

.ჩემი მშობლები პედაგოგები იყვნენ. ვხედავდი მათ თავდადებულ შრომას, ბავშვების უზომო სიყვარულს, მათზე უანგარო ზრუნვას, ამიტომ მასწავლებლის პროფესია ბავშვობიდან მიზიდავდა. ის ჩემში იწვევდა და დღემდე იწვევს წესიერების, პირად მაგალითზე აღზრდის, სამართლიანობის, ინტელექტის, შემოქმედების, სამოქალაქო შეგნების, ადამიანების მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის შეგრძნებას.

სკოლა მშობელი მოსწავლე რამდენად მნიშვნელოვანი ამ ჯაჭვის უწყვეტლობა?

სკოლა მომავალი თაობის განათლების ადგილია. ბავშვი აქ ცოდნას იღებს, სხვადასხვა უნარ-ჩვევას იძენს, უახლეს ტექნოლოგიებს ეუფლება და პიროვნებად ყალიბდება. მაგრამ მოსწავლე უფრო მეტ დროს ოჯახში ატარებს და ამიტომ სკოლის, მოსწავლისა და ოჯახის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. 21-ე საუკუნის მოქალაქის აღსაზრდელად აუცილებელია ეს კავშირი მტკიცე იყოს, რადგან პასუხისმგებლობა სკოლასთან ერთად ოჯახსაც თანაბრად ეკისრება.

. გასული წელი წარმატებული იყო თქვენს საქმიანობაში. დაჯილდოვდით განათლების სამინისტროს მიერ და ასევე მიიღეთ პერსონას ტიტული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორ შეაფასებთ გასულ წელს?

გასული წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული იყო. ერთდროულად გავხდი დამსახურებული მასწავლებელი და პერსონა 2021. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი, სიხარული და ამასთანავე პასუხისმგებლობაცაა. პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, 2021 წელი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მოტივირებული გადასახედი, საიდანაც კარგად ჩანს წარმატებული საქმიანობის მომავალი კონტურები და გზა ახალი წარმატებებისკენ.

. განათლების ეხლანდელი რეფორმის მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

კარგი განათლება სახელმწიფოს განვითარებისა და ძლიერების უმთავრესი პირობაა. თანამედროვე საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, რომ საქართველოს განათლების სფეროში გასაკეთებელი და შესაცვლელი ჯერ კიდევ ბევრია. თანამედროვე განათლების რეფორმა გარკვეულწილად ახერხებს, რომ სასკოლო სწავლების დონე გააძლიეროს, მაგრამ ზოგიერთ გადაწყვეტილებას კრიტიკულად ვუყურებ. ვფიქრობ, განათლების რეფორმა კიდევ უფრო დახვეწილი და სასკოლო ცხოვრებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს, რადგან საგანმანათლებლო პრობლემების გადაწყვეტა უფრო მოკლე დროში შეძლოს.

წიგნი და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები , როგორ ფიქრობთ რომელი უფრო იძლევა ინტელექტუალურ საზრდოს?

თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები ინფორმაციის მიღების ისეთი წყაროა, რომლის გარეშეც დღევანდელი სკოლა წარმოუდგენელია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტით სარგებლობის გვერდით ჩვენებებს,(გასართობი თამაშებით გატაცება, გამოსხივება, ბავშვისთვის შეუფერებელი ინფორმაციისადმი წვდომა, მხედველობის გაუარესება, ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება და ა. შ,), ამ შემთხვევაში წიგნს უფრო მეტ უპირატესობას ვანიჭებ. თუმცა, თუ შეიქმნება საბავშვო-შემეცნებითი პროგრამები, რომელიც გაითვალისწინებს ასაკობრივ თავისებურებებს, წიგნი და კომპიუტერული ტექნოლოგიები ერთად ძალიან გაზრდის ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრდობის თვალსაწიერს და ერთობლივად მისცემს ინტელექტუალურ საზრდოს.

რას ელით 2022 წლიდან?

იმედით ვუყურებ 2022 წელს. ბევრი ჩანაფიქრი მაქვს. ვფიქრობ, მე და ჩემი მოსწავლეები ურთიერთ პატივისცემით, სიყვარულით და თანამშრომლობით ყველაფერს შევძლებთ, რომ ახალ წარმატებებს ერთად მივაღწიოთ.
კომენტარები