,,მშობელი სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი და ღირებული რგოლია" მარინე ტაბატაძე

,,მშობელი სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი და ღირებული რგოლია" მარინე ტაბატაძე
ზრუნავს მომავალი თაობის აღზრდასა და განვითარებაზე, პედაგოგი მარინა ტაბატაძე ყოველთვის მაგალითია თავისი კოლეგებისთვის. მისი თქმით მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არაა რადგან ის სულის სიმტკიცის ნაწილია.


პროფესია მასწავლებელი რა შეგრძნებებს იწვევს თქვენში?

- სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა პიროვნების აღზრდისა და განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ქვეყნის მომავალი საკლასო ოთახიდან იწყება, ამიტომ მასწავლებლის როლი განუზომლად დიდია.

სკოლა მშობელი მოსწავლე რამდენად მნიშვნელოვანი ამ ჯაჭვის უწყვეტლობა?

- მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არაა, მასწავლებლობა სულის სიმტკიცის წრთვნაა. უფალმა გვანდო, რომ გავაღოთ ადამიანთა გულისა და სულის კარები. არ გვაქვს დაღლის, მოწყენის უფლება. ღალატი არ შეგვიძლია, მუდამ სიკეთეზე ვსაუბრობთ, არ ვუფრთხით სიძნელეებს, იმიტომ რომ მასწავლებლები ვართ.
ძვირფასო კოლეგებო გილოცავთ კოლეგებო! მუდამ სიამაყით გვეთქვას: _მე მასწავლებელი ვარ!

გასული წელი წარმატებული იყო თქვენს საქმიანობაში. დაჯილდოვდით განათლების სამინისტროს მიერ და ასევე მიიღეთ პერსონას ტიტული განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, როგორ შეაფასებთ გასულ წელს?

- სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის. მშობელთა ჩართულობა პოზიტიურად აისახება სკოლაზეც, ხელს უწყობს მის განვითარებას.
დღესდღეობით სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა დაბალია. სპეციალისტების შეფასებით, ქვეყნის საჯარო სკოლებში მშობლებთან თანამშრომლობის მექანიზმები ძალიან მცირე და შეზღუდულია, სკოლა როგორც ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკით, ისე სამართლებრივი ჩარჩოთი და კულტურული დამოკიდებულებით დისტანცირებულია მშობლისაგან.
მშობელი სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი და ღირებული რგოლია, თუმცა სასკოლო ცხოვრებაში პასიურადაა ჩართული, სწორედ ამისთვის სკოლაში ვატარებთ სხვსდასხვა აქტივობებს, თუმცა პანდემიის გამო ეს პროცესები თითქმის შემცირდა.
საჭიროა ყოველდღიური კომუნიკაციით სკოლამ მშობლებს სასკოლო ცხოვრების მიმართ სწორი მოლოდინები გაუჩინოს. მისი თქმით, მშობლისთვის სკოლასთან კომუნიკაცია ხშირად უარყოფით კონტექსტშია წარმოსახული. პრაქტიკა აჩვენებს, რომ მშობლისა და სკოლის კომუნიკაცია ხშირად მაშინ ხდება, როცა მოსწავლე რამეს აშავებს ან ცუდი აკადემიური მოსწრება აქვს. მიმაჩნია, რომ აქტიური კომუნიკაციით მშობლებს სწორი მოლოდინი გაუჩნდებათ სკოლის მიმართ და შეძლებენ თავი სკოლის პარტნიორად აღიქვან, შესაბამისად სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობით პოზიტიურ გავლენას მოახდენენ მოსწავლეებისა და სკოლის განვითარებაზე.
სასკოლო საზოგადოება უწყვეტი რგოლია. სკოლა და მშობელი ერთად ქმნის წარმატებულ მომავალს.
გასული წელი მნიშვნელოვანი გახლდათ როგორც სსიპ_ ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლისთვის, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობ მეთერთმეტე წელია, ასევე პირადად ჩემთვის.
ეროვნული ჯილდოები გაცილებით მნიშვნელოვანია და ღირებულია ჩემთვის...
განათლების განვითარების დარგში შეტანილი წვლილისთვის და მომენიჭა ,,პერსონა 2021.’’ ეს იყო ჩემთვის უდიდესი შრომის შედეგი, სიხარულიც და უდიდესი პასუხისმგებლობა.
გასულ წელს გავხდი ,,ეტალონი დირექტორი’’, ,,იამაყე პედაგოგით,’’ ,, მოხალისე მასწავლებელი’’, ‘’ბედნიერების ფონდის ელჩი’’, ,,გორის განვითარების ცენტრის საპატიო მეგობარი’’, ...
მონაწილეობა მივიღე მოსწავლეებთან ერთად, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა და ტრენინგებში.
საერთაშორისო ორგანიზაციებმაც არ დამიკარგეს შრომა.
GTA -ს ელჩი და ოქროს მედლის მფლობელი
T4_ ელჩი
Wakelete_ელჩი
GEN_წევრი და ა. შ.
გასულმა წელმა უდიდესი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა, რომელთაც ღირსეულად გავართვით თავი.
ამჟამადაც იგივე ტემპით განვაგრძობთ როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ საქმიანობას.

განათლების ეხლანდელი რეფორმის მიმართ როგორია თქვენი დამოკიდებულება?

- განათლების სისტემის რეფორმა გადახედვას და განახლებას მოითხოვს. ამით აქტიურად არიან ჩართულნი, როგორც განათლების სპეციალისტები, ასევე დარგის ექსპერტები.
სკოლები აქტიურად ვართ ჩართულები ყოველ სიახლეში.

წიგნი და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები , როგორ ფიქრობთ რომელი უფრო იძლევა ინტელექტუალურ საზრდოს?

- თანამედროვე ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი თავისუფალ დროს კომპიუტერთან ატარებს.
კომენტარები