,,ბავშვები ჩემი დიდი მეგობრები არიან" - გიორგი ფიფია

,,ბავშვები ჩემი დიდი  მეგობრები არიან" - გიორგი ფიფია
პედაგოგი გიორგი ფიფია თავისი პროფესიისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევა, როგორც თავად ამბობს ბავშვები მისი დიდი მეგობრები არიან. იგი გახლდათ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი და თავისუფლებისთვის მებრძოლი პიროვნება. გიორგი ფიფია 2021 წელს განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონას ტიტულით დაჯილდოვდა.


,,ბავშვები ჩემი დიდი  მეგობრები არიან" - გიორგი ფიფია


ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის წევრი. როდის უფრო მეტად იყო ხალხი ერთსულოვანი? მაშინ თუ ახლა? და როგორ ფიქრობთ რატომ?

- დიახ, შემიძლია ასე გიპასუხოთ რა თქმა უნდა მაშინ. ერთად მუშტად ვიყავით შეკრული და ყველა ერთდ ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და არა ფულისთვის და სკამისთვის. რატომ? ეს კარგი კითხვაა, იმიტომ რომ თითოეულ ლიდერს და მოქალაქეს ერთი წყურვილი გვქონდა თავისუფლების წყურვილი, ხალხიც და ლიდერებიც სუფთა და გამჭვირვალე იყო . დღეს კი იყიდება ბევრი. დღისით მზისით კერპად იქცა ფული, მთავარი ინტერესი ზედა და ქვედა ეშელონებში ფულია, ან თანამდებობა ყველას არ ეხება მაგრამ უმრავლესობა ასეა. ესაა დამღუპველი განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ დღეს შორის.

ბატონო გიორგი თქვენ ბრძანდებით პედაგოგი, ეს არის დიდი პასუხისმგებლობა ასწავლო მომავალ თაობას.

- დიახ, მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა პედაგოგობა და უდიდესი ტვირთი. პედაგოგობა გაკვეთილის ახსნა არაა მარტო , პედაგოგობა ის ბირთვია რაზეც დგას სამყარო , განათლება , ადამიანობა, ზნეობა, მორალი, ეს ფილოსოფიაა. ცხოვრების ფილოსოფია.

როგორ ფიქრობთ დღეს სკოლებში იღებენ თუ არა ბავშვები სრულფასოვან განათლებას?

- საქართველოში? არა რა თქმა უნდა, მსოფლიოში განათლების დონით ბოლო ადგილზე ვართ რეიტინგით ეს ყველამ იცის, 30 წელია ერთეულები აშენებენ სასახლეებს, სასტუმროებს, სახლებს და რაც არ ეზარებათ. როცა სკოლები უნდა შენდებოდეს , განათლებაზე უნდა იხარჯებოდეს ფული, დღე და ღამე განათლებაზე და განვითარებაზე უნდა ფიქრობდეს დიდი და პატარა . რაც იხარჯება განათლებაზე ზღვაში წვეთია .

სწავლების პროცესში რა როლი აკისრია პედაგოგს?

- როლი რომელია, როგორი გულწრფელიც ხარ რამდენად მართალი და მეგობრული ბავშვებთან , ამას ისინი ხედავენ, ფსიქოლოგიაც მყარი აქვთ და უფრო ბედნიერები არიან. ბავშვი შიგ გულიდან უნდა გიყვარდეს და მასაც უყვარხარ . როცა უყვარხარ მოგყვება . განათლებაც , ზნეობაც და მორალიც მეტი ეძლევა.

შვილებისთვის და ოჯახისთვის რამდენად გრჩებათ დრო დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე ?

- დრო მრჩება მაგრამ ცოტა, შვილებიც გაგებით ეკიდებიან რომ მე მასწავლებელი ვარ, მე სკოლაში ბავშვებისთვის და ოჯახისთვის ვარ, და ოჯახში შვილებისთვის და სკოლისთვის.

როგორ ფიქრობ რა უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო პროცესში , სწავლების დონის კიდევ უფრო ასამაღლებლად?

- ამას ბევრი დრო უნდა ეტაპები, თუ არ მოვიტყუებთ თან იმ შემთხვევაში თუ პატიოსნად და სწორედ მიუდგებით საქმეს , რაც უფრო ძლიერ თაობებს აღვზრდით მით უფრო ძლიერ პედაგოგები გვეყოლება . გამჭირვალობა და პატიოსნება გადაარჩენს საქართველოს.

მოსწავლეებთან მიმართებაში თქვენეული მეთოდი გაქვთ ?

- მეთოდი ისაა ჩემი სიმართლე და სიყვარული ბავშვებისადმი, ჩემი მეთოდია მაგათი პატივისცემა , მეგობრობა და მათ შთაგონებაში წვდომა . ბავშვები ხანდახან იმიტომ სწავლობენ გული რომ არ მატკინონ, ის გული რომელსაც ისინი ძალიან უყვარს .

როგორ ფიქრობთ პედაგოგი არის ის ადამიანი ვინც მოსწავლე სამშობლოს სიყვარულს შთააგონებს ?

- მასწავლებელი , მშობელი მოსწავლე ეს დიდი სამკუთხედია რა თქმა უნდა მასწავლებელი მშობელთან ერთად ის ადამიანია რომელიც ბავშვს შთააგონებს , პატრიოტიზმს, ადამიანობას , ღირსებას, მორალს უნერგავს რწმენას , და ცდილობს აიყვანოს უმაღლეს ზენიტამდე სანამ შესძლებს.

რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ პედაგოგი?

- ამ გადმოსახედიდან ყველაფერს. ჩემს ქვეყანას ვუმყარებ საძირკველს, უშვებ თაობებს რომელმაც ქვეყანა უნდა გადაარჩინონ, ფაქტი ფაქტია ყველა ფრონტში გვიჭირს : განათლება , ეკონომიკა, პოლიტიკა. ჩვენ იმ ხალხს ვზრდით ვინც ეს უნდა გამოასწოროს . პედაგოგობა ჩემთვის ცხოვრების აზრია, ბედნიერების და სიამაყის მიზეზი.

ბავშვები ჩემი დიდი მეგობრები არიან.
ბოლო ფრაზით ყველაფერი ნათქვამია .
კომენტარები