,,ქორწინება ფუტკრის სახლში,, ახალი ინოვაციური ბრენდია" - ირინა კაპანაძე

,,ქორწინება ფუტკრის სახლში,, ახალი  ინოვაციური ბრენდია" - ირინა კაპანაძე
ნატურალური თაფლის კომპანია ირონოლა, რომელიც 2017 წელს ქალბატონმა ირინა კაპანაძემ დაარსა 300 წლიანი ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაა. აღნიშნული კომპანია ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს. აქვე გეტყვით, რომ ,,ქორწინება ფუტკრის სახლში,, ახალი ინოვაციური ბრენდია, რომელიც საგურამოში, ფუტკრის სახლში, მოაწყობს სადღესასწაულო რიტუალებს, მათ შორის ქორწინებას, სადაც ახალდად დაქორწინებულებს ელოდებათ სასაჩუქრე სიურპრიზები. აღნიშნული ბრენდის ფარგლებში, ,,თაფლი და კომპანია, ირინოლა,, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა წყვილები, თავიანთ ახლადშექმნილ ოჯახებში იყვნენ მოტივირებული.


თქვენია კომპანია ირინოლა დაფუძნებულია ისტორიულ ფრაგმენტზე , რომელიც ქართულ თაფლთანაა დაკავშირებული, მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ?

- ,,თაფლი და კომპანია ირინოლა,, 2017 წელს დაარსდა და იგი 300 წლიანი და მეტი ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაა. სამომავლოდ წარმატებული მარკენტინგული თვალსაზრისით, კომპანიამ შექმნა ახალი ბრენდი, ,,თაფლი ირინოლა,, თაფლი ისტორიული დიზაინის თიხის ქოთანში, რომელიც იმეორებს 5000 და მეტი წლიანი თაფლის ჩამოსხმისა და შენახვის ტექნოლოგიას.

ცნობილია რომ თქვენი კომპანიის სამარკო ნიშანია ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული ქოთნები , რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ვინაიდან და რადგანაც ქართული ბაზარი, გადავსებული იყო, სხვა და სხვა წონის მინის თაფლის ქილებით, ამდენად საჭირო იყო ბაზარზე შემოსვსულიყავით, სხვა ახალი ნიშით, რაც განსაკუთრებული და კონკურენტუნარიანი იქნებოდა. ჩვენ შევქმენით ოთხი სხვა და სხვა წონის, 300გრ, 200გრ, 150გრ და 100 გრ თაფლის თიხის ქოთნები, რომლის დიზაინი იმეორებს 2003 წელს თბილისი ბაქო ჯეიხანის ნავთობსადენის მშენებლობისას, სამცხე-ჯავახესი აღმოჩენილ ქალის სამარხში მიკვლეულ ოთხ სხვა და სხვა სახის თიხის ჭურჭელს, სადაც მეცნიერულად დადგინდა უძველესი, ბრინჯაოს ხანის თაფლის არსებობა. აღნიშნული აღმოჩენა, გახდა მოტივაცია, რათა შექმნილიყო ,,ბრენდი ირინოლა,,
,,ქორწინება ფუტკრის სახლში,, ახალი  ინოვაციური ბრენდია" - ირინა კაპანაძე

კომპანია ირინოლას მიღებული აქვს უამრავი ტიტული და აღიარება , მოგვიყევით ამის შესახებ?

- საერთაშირისო დონეზე ,,ბრენდი ირინოლა,, პოპულარიზაციას ეწევა, როგორც საქართველოში ასევე საერთაშორისო ასპარესზე, როგორც საუკეთესო თაფლი , უძველესი კერამიკისა და მეფუტკრეობის დარგი საქართველოში . ჩვენმა ბრენდმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული თაფლის ცნობადობა მსოფლიო მაშტაბით, რადგან იგი საუკეთესო სასაჩუქრე ნივთია წაიღო ქვეყნიდან სამახსოვროდ. ჩვენი პროდუქტი განთავსებულია ევროპის რამდენიმე ცნობილ არქეოლოგიურ მუზეუმში. დიდი მოთხოვნაა საახალწლო და სარვამარტო სასაჩუქრე კალათებში მოხვედრისათვის. სულ მალე ჩვენი თაფლი განთავსდება ევროპის რამდენიმე მარკეტში.

თქვენ აქტიურად ეწევით ქართული თაფლის პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე მოგვიყევით რა შედეგებია ამ მიმართულებით?

- დარსებიდან სულ რამდენიმე კვირაში, ჩვენი კომპანია მიწვეული იქნა ,,აბრეშუმის გზის ფორუმზე,, როგორც უძველესი ბრინჯაოს ხანის დროინდელი ტექნოლოოგიით ჩამოსხმული პროდუქტი. სამი თვის შემდეგ ,, ბენდმა ირინოლამ,, მიიღო საქართველოს პრეზიდენტის სერთიფიკატი, როგორც საუკეთესო ქართული პროდუქტი,, 2018 წლის გაზაფხულზე ჩვენი თაფლის თიხის ქოთანი პატრიარქის სასაჩუქრე კალათას ამშვენებს, როთაც პატრიარქის ლოცვაკურთხევით, ჩვენ აბანოთუბანში გადმოგვეცა უსასყიდლო ფართი, იმ მიზნით, რომ უძველეს ქართულ ღვინოსთან ეტთად იგი გაეცნო მსოფლიოს. კომპანია მიწვეული იქნა ამერიკულ კომპანიაში, კერძოდ ,, გლობალური სამეწარმეო ქსელი საქართველოში, როგორც ერთ ერთი დამფუძნებელი . კომპანიას ააქვს მრავალი ჯილდო და სერთიფიკატი სხვა დასხვა, როგირც ადგილობრივი ისე საერთაშორისო გამოფენებიდან.

რა განაპირობებს ბიზნესში წარმატებას?

- ,, თაფლი და კომპანია, ირინოლა,, ოჯახური ბიზნესია, სადაც მოტივირებული და მიზანდასახული სამუშაო განწყობაა. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი პროფესიონალებით, რაც საქმის კეთებისა და ბიზნესის წინსვლაში გვეხმარება. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ახალგაზრდა კადრებს, რომელთა საქმიანი წინადადებები, ყოველთვის ეხმიანება თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობას. ჩვენი წარმატება ძველისავდა ახლის კეთებისვსინთეზშია.

რამდენად პოპულარულია მეფუტკრეობა საქართველოში?

- ისევე, როგორც მეღვინეობა მეფუტკრეობაც საქართველოში უძველესი დარგია, რომელიც შეიძლება თამამად ითქვას , რომ საქართველო მეფუტკრეობის სამშობლოცაა. ქართული თაფლი ჯერ კიდევ უძველეს ისტორიაშია მოხსენიებული, როგირც ბიოლოგიური საბრძოლო იარაღი და საკვები პროდუქტი. დღეს საქართველოში მეფუტკრეობამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გასულ წელს უცხოურ ბაზრებზე 150_ ტონაზე მეტი თაფლია ექსპორტირებული. სამი წლილის წინ
შეიქმნა ,, საქარ თველოს მეფუტკრეთა გაერთიანება,, რომლის ერთერთი დამფიძნებელი ჩვენი კომპანიაცაა.

რამდენი სახის პროდუქციას აწარმოებთ?

- კომპანია აწარმოებს ოთხი თაფლის სახის პროდუქტს:
წაბლის, ცაცხვი და წაბლი, აკაცია, მინდვრის თაფლს.

რა იგულისხმება „ქორწინება ფუტკრის სახლში“

- ,, ქორწინება ფუტკრის სახლში,, ახალი ინოვაციური ბრენდია, რომელიც საგურამოში, ჩვენს ფუტკრის სახლში, მოაწყობს სადღესასწაულო რიტუალებს, მათ შორის ქორწინებას, სადაც ახალდად დაქორწინებულებს ელოდებათ სასაჩუქრე სიურპრიზები. აღნიშნული ბრენდის ფარგლებში, ,,თაფლი და კომპანია, ირინოლა,, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა წყვილები, თავიანთ ახლადშექმნილ ოჯახებში იყვნენ მოტივირებული, რათა მომავალი თაობა გამოკვებონ ბუნებრივი სუფთა ფროდუქტიებით , როგირიცაა თაფლი, ფუტკრის რძე, ფუტკეის მტვერი, პროპოლისი და შეისწავლონ და ყავდეთ ჩვენი ხელშეწყობით საკუთარი ფუტკრის ოჯახები.

მოგვიყევით სამომავლო გეგმების შესახებ

- კომპანიის მნიშვნელოვან სამომავლო გეგმას წარმოადგენს, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის პოპულარიზაცია. ამ მხრივ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდის დაინტერესება ფუტკრის პროდუქციის წარმოებით. ამით, უარს ვეტყვით ,,თეთრ სიკვდილს,, შაქარსა და უამრავ ქიმიური შენაერთებით დამზადებულ, მომწამლავ, უხარისხო პროდუქტს.

ავტორი:ზურაბ ხვიჩია
კომენტარები