,,მეტი თავისუფლება ადამიანებს" - ლაშა არსენიძე

,,მეტი თავისუფლება ადამიანებს" - ლაშა არსენიძე
მხატვარი და პოლიტიკოსი ლაშა არსენიძე იბრძვის იმისათვის, რომ ადამიანებს მეტი თავისუფლება ქონდეთ, იგი გახლავთ პოლიტიკური პარტია ტრიბუნას წევრი. აქვს ხილვები რომლის გამხელაც წინასწარ არ სურს.


ლაშა თქვენ მიიღესთ პერსონა 2021 წლის ტიტული რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის
- მოგესალმებით მადლობა ინტერვიუსთვის.რაც შეეხება პერსონას ტიტულს,ძალიან საინტერესო პროექტია,ადამიანებს საშვალება ეძლევათ საზოგადოებას თავიანთი შესაძლებლობების მოღვაწეობა გააცნონ,კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ პერსონას ორგანიზატორებს,ჩემი ღვაწლი კულტურის განვითარებაში საქართველოში დაინახეს და ჩემი შემოქმედება საზოგადოებას წარუდგინეს
,,მეტი თავისუფლება ადამიანებს" - ლაშა არსენიძე

თქვენი ნამუშევრებს როგორ შეაფასებთ . მოგწონთ თქვენი ნახატები?
- რათქმაუნდა მომწონს ჩემი ნამუშევრები და მომწონს ის რომ მე ადამიანებისთვის კულტურას ვქმნი რომელიც ისტორიას და მომავალ თაობას საუკუნეები დარჩება.

პოლიტიკა და მხატვრობა არის რაიმე თვალსაზრიით ერთმანეთთან დაკავშირებული.
- პოლიტიკა ხელოვნებაა რომელსაც განვითარება აქვს ცივილიზებული სამყაროსკენ.ასევეა მხატვრობა რასაც მე ხშირად ვამბობ ტელევიზიების საშვალებით,მე ვხატავ ცივილიზაციას რაც ადამიანებს ეხმარება განვიტარებაში და სამყარო რომელიც მრავალფეროვანია მის უკეთესად აღქმაში.

როგორ ფიქრობთ პოლიტიკაში უნდა იყვნენ თუ არა სხვადასხვა სფეროს პროფესიის წარმომადგენლები.
- კიდე ერთხელ ვამბობ,სამყარო არის მრავალფეროვანი პოლიტიკა ხომ ამ სამყაროში შეიქმნა,ამიტომ სხვადასხვა სფეროს ადამიანი აუცილებელია პოლიტიკაში,ამით უფრომეტ ცივილიზაციისკენ და განვითარებისკენ წავა სამყარო.

თქვენ აქტიურად ხართ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმული, როგორ ფიქრობთ საზოგადოების ინტერესს რამდენად რეალურად აღიქვამენ პოლიტიკოსები.
- აღიქვავენ მაგრამ ვერ ახორციელებენ,ამაში ისევ საზოგადოება უშლის ხელს.მე ვფიქრობ რომ საზოგადოებას კიდე უფრო მეტი განათლება სჭირდება რათა უკეთესი პოლიტიკოსები გამოზარდოს.

რატომ პოლიტიკური პარტია " ტრიბუნა" .
- პოლიტიკურმა პარტია ტრიბუნამ საშვალება მომცა საზოგადოებაში ჩემი აზრი გამომეტანა,ტრიბუნაზე მეთქვა ის სიტყვა რაც საზოგადოებისთვის საჭირო არის
როგორც თქვენ ამბობთ ხილვები გაძლევთ ხატვის ინსპირაციას

გქონიათ თუ არა პოლიტიკასთან დაკავშირებული ხილვა.
- მე ყოველთვის ჩემი ნამუშევრებით მომავალზე ვლაპარაკობ ეს არის ხილვები,ასევე სამყარო აძლევს ჩემ გონებას ამ უსასრულო სივრცეში რასაც სამყარო ჰქვია დავინახო ბევრი რამ რასაც ადამიანების უმრავლესობა ვერ ხედავს,პოლიტიკაში არსებობენ პოლიტიკოსები რომლებმაც წინასწარ იციან ამათუ იმ ქვეყანაში ან დედამიწაზე პოლიტიკური თვალსაზრისით რა მოხთება და ამას არავის არ ეუბნებიან,იმიტომ რომ მათ არავინ არ დაუჯერებს.იგივეა ჩემ შემთხვევაში,წინასწარ ვიცი რა მოხდებაბა ამათუიმ პოლიტიკურ პროცესზე მაგრამ არ ვამხელ,მხოლოდ მე ვიცი,ხანდახან თუ საჭიროა მცირედით ვამხელ ხოლმე.

თქვენი ნამუშევრებით დაინტერესებული პირები როგორფიქრობთ ნახატების შინაარს სწორად აღიქვამენ?
- ორმოცდაათი წელი არის საჭირო გავიდეს რომ ჩემი ნამუშევრები აღიქვან და გაიგონ,მე რას ვქმნი.

თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით მხატვრობასა და პოლიტიკაში
- მე ვიბრძვი მონათმფლობელების წინააღმდეგ,ჩემი დევიზია მეტი თავისუფლება ადამიანებს,მინდა რაც შეიძლება მალე შეუერთდეს საქართველო ცივილიზებულ ქვეყნებს და ადამიანების უფლებების სწორად არის დაცული.
კომენტარები