ვშრომობ და ვიღწვი, რომ წარმატებული ვიყო

ვშრომობ და ვიღწვი, რომ წარმატებული ვიყო
მარიამ ოქროპირიძე ახალგაზრდა მომღერალია, მისი მიზანია გახდეს ცნობილი და წარმატებული თავის პროფესიაში. ბევრს მუშაობს საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენაზე.


როდის დაიწყე სიმღერა ?

სიმღერა 3 წლის ასაკიდან დავიწყე, სხვათაშორის ბებიის ძალიან დიდი დამსახურებაა, რადგან თავადაც შესანიშნავად მღერის, სწორედ მან მასწავლა მუსიკის სიყვარული. სიმღერის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

რთულია სიმღერის პროფესიონალურ დონეზე შესწავლა ?

დიახ, რა თქმა უნდა, რთულია რადგან ვფიქრობ, რომ სიმღერა ბევრ ნიუანსს მოიცავს, ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო მეტი ენერგია, მონდომება და სიყვარული სჭირდება.

რა არის შენი წარმატების საიდუმლო ?


სიმართლე გითხრათ ჯერ არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ, მაგრამ ამისათვის ვშრომობ და ვიღწვი, რომ წარმატებული ვიყო ჩემს სფეროში ადგილი დავიმკვიდრო. როდესაც საქმე სიმღერას ეხება არასდროს ვჩერდები და ყოველთვის ბოლომდე ვიბრძვი, მიუხედავად დაბრკოლებებისა. ზოგადად ბუნებით ძალიან მიზანდასახული და მებრძოლი ვარ.

რთულია ქართულ შოუ ბიზნესში თავის დამკვიდრება ?

ვთვლი, რომ საკმაოდ რთულია, რადგან ყველა იმ ცნობილმა ადამიანმა, რომლებიც დღეს უკვე წარმატებულები არიან შრომატევადი და ხანგრძლივი გზა განვლეს, ვფიქრობ, რომ მეც სწორედ ამ გზის დასაწყისში ვიმყოფები ახლა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ოცნება კარიერული წინსვლა გახლავთ.

ვშრომობ და ვიღწვი, რომ წარმატებული ვიყო


სიმღერის რომელ ჟანრში გრძნობ თავს კომფორტულად ?

ჯაზი მიყვარს რაღაც საოცრად და თავსაც განსაკუთრებით კომფორტულად ამ ჟანრში ვგრძნობ, ჯაზი ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება და ყველაზე მეტად ეს მხიბლავს.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ ?

ძალიან მინდა, რომ საკუთარი სიმღერების ალბომი გამოვუშვა, მაქვს რამოდენიმე საავტორო სიმღერა, სხვათაშორის ლექსებიც და წიგნი, რომლის სახელსაც ჯერ არ გავამხელ, სიურპრიზად დავტოვებ, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ბიზნესი მაქვს დამთავრებული ჩემს თავს მაინც ამ სფეროში ვხედავ, რადგანაც მუსიკის გარეშე ვერ ვსუნთქავ, მუსიკა ჩემი სულის გამოძახილია, ცუდ განწყობაზეც, რომ ვიყო, სიმღერას გამოვყავარ ამ მდგომარეობიდან და ამ დროს ცხოვრებაც ნათელ და კაშკაშა ფერებს იძენს.


კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი