რეგიონᲨი ახალგაზრდა ასაკᲨი, მიღწეული სამედიცინო საქმიანობისთვის ლევან დათიაშვილი პერსონას ტიტულს მიიღებს

რეგიონᲨი ახალგაზრდა ასაკᲨი, მიღწეული სამედიცინო საქმიანობისთვის ლევან დათიაშვილი პერსონას ტიტულს მიიღებს
საქარᲗველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021" -ის ტიტულზე ახალგაზრდა მედიკოს ლევან დათიაᲨვილს რეგიონᲨი ახალგაზრდა ასაკᲨი მიღწეული სამედიცინო საქმიანობისთვის.

ექიმი ლევანი დათიაშვილი დაიბადა 1996 წელს, ზესტაფონში. პატარა ასაკიდანვე გატაცებული იყო მუსიკით და ელექტროინჟინერიით. ის უკრავს რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მონაწილეობას იღებდა კონცერტებში.

ლევანი ამზადებს სხვა და სხვა ელექტრომოწყობილობას, მისი დამზადებულია მრავალსექციური ელექტრომობილის მოდელი, ასევე კოვიდ პანდემიისას მან დაამზადა მართვითი სუნთქვის აპარატის მოდელი, რომლის წარმოება პანდემიური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში იგეგმებოდა. ამის შესახებ არაერთმა საინფორმაციო გვერდმა დაწერა სტატია.

ლევან დათიაშვილმა 2021 წელს დაასრულა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის პროგრამა და ამჟამად ის მუშაობს ქუთაისში, კოვიდ-სასტუმროს ექიმის პოზიციაზე, სადაც უამრავი ადამიანი გადის მკურნალობას.

პანდემიის რთულ პერიოდში, იგი ონლაინ კონსულტაციებს უწევდა ბინაზე დარჩენილ კოვიდპაციენტებს, რომლებიც სხვა და სხვა მიზეზით ვერ უკავშირდებოდნენ თავიანთ ექიმებს.

ასევე ქალაქ ზესტაფონში , ლოქდაუნის დროს ბინაზე უყურადღებოდ დარჩენილ მოხუცებს და შშმ პირებს ეხმარებოდა პროდუქტების მომარაგებაში და ქალაქში გადაადგილებაში.

ლევანს ეკუთვნის უამრავი სამედიცინო-საინფორმაციო ვიდეო, რომლებიც განთავსებულია სოციალურ ქსელებში და ემსახურება საზოგადოებაში სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებას, კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში.

ლევანი დათიაშვილი მუშაობდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში (NCDC) , შემდეგ ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრში - ერთიანი სამთავრობო ხაზის (144-ის) ქოლცენტრის ზედამხედველის პოზიციაზე, იგი ასევე რამდენიმე წელია მუშაობს აკაკი წერეთილს სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე - კლინიკური უნარების ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მედიცინის ფაკულტეტის და ასევე სხვა ფაკულტეტების სტუდენტები გადიან ტრენინგებს და მომზადებას.

იგი დღემდე ატარებს აქტიურ ტრენინგ-კურსებს და მრავალჯერ იყო მიწვეული სხვა და სხვა ქალაქში, რეგიონში , სკოლებში , საგანმანათლებლო დაწესებულებებში - როგორც ტრენერი.

მან მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ სამედიცინო-სამეცნიერო კონფერენციაში , სადაც წარდგენილი ჰქონდა სხვა და სხვა თემები . ასევე მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს უწევდა ტუტორობას - კოორდინაციას უწევდა მრავალ საკითხში.

ამ ყველაფერთან ერთად ლევანი დათიაშვილი არის 3 სამედიცინო კვლევის ავტორი. მან საქართველოს მაშტაბით ჩაატარა ისეთი სამედიცინო კვლევები, რომლის ანალოგი აქამდე ქართველ მოსახლეობაში ჩატარებული არ იყო.

იგი აპირებს აქტიური სამედიცინო მოღვაწეობის გაგრძელებას და თავისი წვლილის შეტანას მედიცინაში.
კომენტარები