ემიგრანტი ჟურნალისტი ქართველ კოლეგებს, სოლიდარობას უცხადებს

ემიგრანტი ჟურნალისტი ქართველ კოლეგებს, სოლიდარობას უცხადებს
როგორც ყველა ემიგრანტი მეც დღეს შეძრული ვარ,შეიძლება სხვაზე მეტადაც ვინაიდან ჟურნალისტის რანგში სხვადასხვა ცხელ და მათ შორის საომარ ადგილებში მიმუშავია კამერით ხელში.
პირველ რიგში სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს,მეგობრებსა და კოლეგებს.
დათრგუნული ვარ ,რა დაემართა ჩემს ქვეყანას რომელიც ყოველთვის იყო ტოლერანტი,რომლისთვისაც "ლეკვი ლომისა სწორი იყო " და რომლის მზეც თანაბრად ეფინებოდა ნეხვსაც და ვარდსაც.
უკვე დუმილი დანაშაულია.
დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს პრემიერი.
ჩვენ და ჩვენზე უფროს თაობებს ეროვნული მოძრაობიდან დღემდე იმიტომ არ უბრძოლიათ და დაუღვრიათ სისხლი რომ მოძალადე საზოგადოებად ჩამოვყალიბებულიყავით.
არც ქრისტე მოსულა და ცმულა ჯვარზე იმიტომ რომ მისი სახელით სისხლი გვეღვარა.
დამნაშავეები დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ ,ყველა უკლებლივ.პოლიტიკას თუ რელიგიას თავშეფარებულნი.
მივმართავ ყველა ემიგრანტს ყველა ქვეყანაში .თუნდაც წერილობითი პროტესტი გამოთქვან იმ ქვეყნის ენაზე სადაც ისინი არიან რათა გაიგოს ყველა ქვეყანამ რომ ჩვენ ეხლა დავკარგეთ დემოკრატიული ღირებულებები და მოაზროვნე ხალხი ამას ვგლოვობთ და დავეძებთ მას.
გაიგოს ევროკავშირმა და ამერიკამ რომ ჩვენ უსაფრთხო ქვეყანა აღარ ვართ.
ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს განურჩევლად.
ჩემი სოლიდარობა ყველა ძალადობის მსხვერპლს და დაჩაგრულს განურჩევლად.
ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით თავისუფლების დაკარგვას,ვერასოდეს შევეგუებით ჰომოფობიას და ადამიანების კვლას.
ძირს კომუნისტური გადმონაშთი აზროვნება!
ძირს ქრისტეს სახელს შეფარებული შავკაბიანი ბანდა !
ძირს ძალადობა! Georgia no es un país seguro Georgia no es un país seguro Georgia no es un país seguro
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი