დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნასა და სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, მარიამ ბეზარაშვილი პერსონას ტიტულს მიიღებს

დასაქმების სახელმწიფო  სამსახურის შექმნასა და სამედიცინო სფეროს განვითარებისთვის, მარიამ ბეზარაშვილი პერსონას ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2021" -ის ტიტულზე ქალბატონ მარიამ ბეზარაშვილს სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისა და ქვეყანაში დასაქმების სახელმწიფო სამსახურის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
მარიამ ბეზარაშვილმა
დაამთავრა 1979 - 1981 ქ. თბილისის №3 სამედიცინო სასწავლებელი, მედდის ფაკულტეტი (წარჩინებით).
1983 - 1991 ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიის ფაკულტეტი (წარჩინებით) 1991 – 1992 წწ. ინტერნატურის სრული კურსი.
2001 წ. - დაიცვა დისერტაცია, მედიცინის მეცნიერებათა საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად ალერგოლოგია-იმუნოლოგიაში.
2005 წ. - მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. გახლავთ ექიმი-პროფესორი.
მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრი.
გაიარა სპეციალური სწავლების კურსი და მიიღო დიპლომი - საჯარო სამსახურის რეფორმების, პროგრამების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ზოგადი მენეჯმენტის მართვის საკითხებში USAID -დან. რის შესაბამისადაც მაქვს თრენინგ-პასპორტი. არის 52 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 გამოგონების ავტორი.
სამუშაო გამოცდილება 2020წლის იანვრიდან დღემდე.
სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, მონიტორინგის, ანალიტიკისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი.
2016 წლის აპრილიდან 2020 წლის იანვრამდე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი.
2015 წლიდან - ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის ალერგოლოგიური კაბინეტის ხელმძღვანელი.
2011 – 2015წწ სსიპ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო, დირექტორის მოადგილე.
2011 – 2016წწ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ქალებისა“ და „ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“, აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, სრულიად საქართველოს მედიცინის მუშაკთა ასოციაციის „დედათა კლუბის“ პრეზიდენტი.
2014 წლიდან დღემდე, ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ვიცე პრეზიდენტი.
2013წლიდან დღემდე - საქველმოქმედო ფონდ ,,კეთილსოფლის“ აპარატის უფროსი, ფონდი ემსახურება შშმ პირების საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას და მათ ინტეგრირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
2005 - 2011 აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, სოციალური და სამკურნალო განყოფილების უფროსი (1 წელი), სამინისტროს
მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი.
1992 - 2005 ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი „ცოდნა“, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი „გაენათი“, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი „მეტეხი“, ლექტორი.
1992 - 2005 ქ. თბილისის პედიატრიის ს/კ ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკა, ალერგოლოგიური კაბინეტის უფროსი/უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
დამატებითი ინფორმაცია
2011 წლიდან დღემდე თანამშრომლობს პოლონეთის რეგიონალური განვითარების სამინისტროსთან, შრომის ბაზრის კვლევის, სოციალური საწარმოების შექმნის, გადამზადების და დასაქმების პროგრამების განხორციელების კუთხით.
თანამშრომლობს პოლონეთის, გერმანიის, ბალტიის პირეთის, ჩეხეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასაქმების სამინისტროებთან და შესაბამის სამსახურებთან, საქართველოში დასაქმების და სოციალური პრობლემების უახლესი მოდელების დანერგვის მიზნით.
თანამშრომლობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოდან წასული, ან უკან დაბრუნებული მიგრანტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.
თანამშრომლობს გაეროს მოსახლეობის ფონდთან, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით
არის ,,ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის“ ვიცე პრეზიდენტი. ლიგა მუდმივად ატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით ექიმთა ტრენინგებს და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, მათ შორის სასაზღვრე ზოლში მცხოვრები მოქალაქეების საქველმოქმედო სამედიცინო გასინჯვებსა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ჯილდოები:
2013 წელი - სოციალური პედიატრიის ასოციაციის სიგელი სამედიცინო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის.
2014 წელი - აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯილდო, აჭარაში გაწეული საქმიანობისა და საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებისთვის
2016წ. - სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირმა დააჯილდოვა სპეციალური მადლობის სიგელით ,,საუკეთესო პარტნიორული თანამშრომლობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერისა და სოციალური სოლიდარობის საქმეში შეტანილი პიროვნული წვლილისთვის“
2019 წელს გადმომეცა ჯილდო, სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის
გახლავთ არაერთი საქველმოქმედო აქცია- კონცერტის უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად უკვე 25 წელია.
კომენტარები