,,ხელოვან ადამიანს უფრო მეტად უჭირს ცხოვრება მომხმარებლურ ყოფაში" - არსენ გომარელი

,,ხელოვან ადამიანს უფრო მეტად უჭირს ცხოვრება მომხმარებლურ ყოფაში" - არსენ გომარელი
რა არის მხატვრობა?
- ზოგადად შემოქმედება და კერძოდ მხატვრობა ჩემთვის, შინაგანი სამყაროს პოეზიაა და სულის სიღრმიდან წამოსული გრძნობა თუ ემოცია,რაც მისტიურად აახლოებს ადამიანს სამყაროს შემოქნედთან, რომელიც შექმნა თავის ხატად და მსგავსად..როცა მეკითხებიან შენთვის რა არის ხელივნება?ყოველთვის ვპასუხობ, ხელოვნება ჩემთვის სულის თავშესაფარი და შინაგანი სამყაროს თავისუფლების გამოხატვის საშუალებაა.

,,ხელოვან ადამიანს უფრო მეტად უჭირს ცხოვრება მომხმარებლურ ყოფაში" - არსენ გომარელი

გულში შემორჩენილი ბავშვობის ანგელოზი

როგორია მხატვრის სულიერება?
- მხატვრის სულიერება და საერთოდ ხელოვანის ვფიქრობ, რომ არაერთგვაროვანი და მეტამორფოზულია,ხელოვანი ადამიანისთვის სამყაროს აღქმა იწყება არა გონებიდან არამედ მისი სულის სიღრმიდან,თითქოს მასში ცხოვრობს ჯერ კიდევ ხელშეუხებელი პატარა ბავშვი ,რომელსაც სჯერავს გლწრფელობის და უბრალოების ამიტომაა,რომ ხელოვან ადამიანს უფრო მეტად უჭირს ცხოვრება მომხმარებლურ ყოფაში და ის ქმნის თავის სამყაროს რომელიც უფრო ნამდვილია და რეალური,ზოგჯელ ხდება ისეც, რომ ხელოვან ადამიანს დახუჭული თვაკებით უფრო მეტის დანახვა შეუძლია ვიდრე გახელილი.

როგორ აღმოაჩინე მხატვრობის ნიჭი?
- ეს კითხვა ჩემთვის ასე ჟღერს,როდის აღმოაჩინე პირველად ლაპარაკი, რომ დაიწყე ან გაიარე? არ ვიცი არ მახსოვს ,ალბათ ეს დედაჩემს უფრო ემახსოვრება.

რა იყო პირველად შესრულებული ნახატი?
- ამ კითხვაზეც იგივეს გიპასუხებთ არც ეგ მახსოვს როდის შევასრულე პირველი ნახატი.

სიყვარულის ხე

რატომ გადაწყვიტე ქვეყნის დატოვება?
- ზოგჯელ დგება ხელოვანის ცხოვრებაში ის მომენტი, როცა უწევს ზღვარზე სიარული ზღვარზე რომელიც უფსკრულის პირას გადის,ამიტომ ყოფითმა თუ სულიერმა პრობლემებმა განაპირობა ჩემი ქვეყნიდან წასვლა.

სხვა ქვეყანაში ცხოვრება გაგიჭირდა?
- სხვა ქვეყანაში ცხოვრება ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაცაა და გამოცდილებაც ცხოვრებისეული თუ შემიქმედებითი და მიუხედავად ამ ყველაფრისა ვფიქრობ, რომ სამშობლოდან ყველა წასული ადამიანისთვის არის ყოველდღე ის გარდამავალი წამი,როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება და მხოლოდ მან იცის ის გამოუთქმელი გაჭირვება,რასაც მონატრების ტკივილი ქვია,როცა ენატრება შვილები უახლოესი ადამიანები ის ადგილი სადაც ბავშვობა გაატარა...ყველაზე ცუდი ის არის,რომ სამწუხაროდ ხდება ასეც, სამშობლოში დაბრუნებულს გხვდება წასულები ის უახლოესი ადამიანები რომლებიც აღარასდროს დაბრუნდებიან.

სად უფრო მშვიდია მხატვარი როდესაც ხატავს?
- ჩემთვის ჩემს სახელოსნოში ,რომელიც ჩემს სახლში მაქვს ქვიშხეთში, იქ უფრო სულიერად მშვიდად და შინაგანად თავისუფლად ვგრძნობ თავს,სადაც შექმნილი მაქვს ჩემი ხილული თუ უხილავი სამყარო.


აწყმოში მყოფის გარდასახვა წარსულიდან, ფერადი მომავლისთვის

როგორია გერმანიიდან დანახული საქართველო?
- ჩემთვის აქედან დანახული საქართველო პარადოქსული და კონტრასტულია, მაძღარიც და მშიერიც,ფერადიც და ნაცრისფერიც,კათილიც და გაბოროტებულიც, გაყიდულიც და თავისუფალიც.

როდის დაბრუნდები სამშობლოში?

- რთული კითხვაა,ზუსტად არ ვიცი სულ როდის დავბრუნდები,თუმცა საშუალება მომეცემა თუარა ცოტახნით მაინც ჩამოვალ.

რა გეგმები გაქვს?
- გეგმებს რაც შეეხება,წელს დაგეგმილია ორი საერთო გამოფენა ერთი მიუნხენში ერთიც ჰანოვერში საქველმოქმედო გამოფენა თუ რათქმაუნდა ხელი არ შეგვიშალა დღევანდელმა შექმნილმა მდგომარეობამ.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი