,,არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ?" - რეჟისორი ქეთი დოლიძე

,,არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ?" - რეჟისორი ქეთი დოლიძე
რეჟისორი ქეთი დოლიძე ემიგრანტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ უნდა ემხრობოდნენ

"არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? 20 წლის წინ იყო მსგავსი შემოტევა და ახლა თავიდან დაიწყეს. ვინც 9 წლის უბედურების, მკვლელობების და ბავშვების ხოცვის მერე, ისევ სააკაშვილის მხარდამჭერია, მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია.

მე განწყობილი ვარ პატივისცემით იმ ემიგრანტების მიმართ, ვინც სამშობლოს ფასი იცის. ის ადამიანები, ვინც მიშა სააკაშვილს უჭერს დღესაც მხარს, რატომ არ დაბრუნდნენ საქართველოში თუ ასეთი აყვავებული იყო ქვეყანა იმ 9 წელში?

ასეთი ემიგრანტები იქ იყვნენ მიშასთან ერთად, სადაც არიან. მიშისტ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდა არც მაინტერესებს.

დიდი ასოებით დაწერეთ. საქართველოს კეთილისმსურველად არ მიმაჩნია ადამიანი ვინც სააკაშვილს უჭერს მხარს. მე მაინტერესებს ნორმალურად მოაზროვნე ემიგრანტების აზრი. გვარებს დავწერ კიდევ თუ ბევრს გააგრძელებენ.” - განუცხადა "პრაიმამბებს" ქეთი დოლიძემ.
კომენტარები