მაგდა პაპიძის ადვოკატი ირმა ბრელიძე პერსონას ტიტულს მიიღებს

მაგდა პაპიძის ადვოკატი ირმა ბრელიძე პერსონას ტიტულს მიიღებს
წელს უკვე მეშვიდედ საქართველოს წარმატწბული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა გაიმართება სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონა 2020 -ის ტიტულს 50 ადამიანი მიიღებს.

პროექტს გამჭირვალეობიდან გამომდინარე სპეცალური 21 კაციანი ბორდი ყავს მოწვეული,“ რომელიც სწავლობს და გნიხილავს თითოულ აპლიკანტს.

პერსონა 2020 ის ტიტულს ადვოკატი ირმა ბრელიძე მიიღებს, რომლის ბიოგრაფია პერსონას ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020" - ის ტიტულზე ადვოკატ ირმა ბრელიძეს სამოქალაქო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის .
ირმა ბრელიძეს პროექტის საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აფსოლიტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
ირმა ბრელიძის ბიოგრაფია ასე გამოიყურება:
მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი პრაქტიკის მქონე, არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი, შეუდარებელი უფლებადამცველი
ირმა ბრელიძე.
სამართალმცოდნე
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული, სააღსრულებლო და საერთაშორისო სამართალი.
იყო ადვოკატთა კოლეგიის საერთო სპეციალიზააციის ადვოკატი
საქართველოს და ამერიკის იურისტთა ასოციაციის სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების სერტიფიცირებული იურისტი
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული პროცესების სერტიფიცირებული ადვოკატი
გავლილი აქვს ტრენინგი ადამიანთა უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი 2017)
პროექტი „ვიზიტები ევროპის უმაღლეს ორგანოებში“ მოწვეული ადვოკატი ევროპარლამენტსა და ევროპის კომისიაში.
Visits and Seminars in the European Institutions of Brussels, Belgium and The Hague, Netherlands held from 18-23 July 2018 - მოისმინა სალექციო კურსები და მიიღო სერტიფიკატი ევროპის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და სხვა ევროპულ ინსტიტუციებში ბრიუსელსა და ჰააგაში
ტრენერი, ევროპის აკადემიურ ცენტრში უძღვება სისხლის სამართლის პრაქტიკულ კურსს.
კომენტარები