მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორი ლევან რატიანი პერსონას ტიტულს მიიღებს

მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორი ლევან რატიანი პერსონას ტიტულს  მიიღებს
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, პროფესორი ლევან რატიანი პერსონას ტიტულს, მედიცინის განვითარებასა და ხელშეწყობაში მიიღებს, საერთაშორისო განათლების მქონე პროფესორი, საზოგადოებამ ტელე ეკრანზე პირველივე გამოსვლისთანავე შეიყვარა. პანდემიის დროს კარანტინში მყოფმა მოქალაქეებმა, პროფესორს მადლიერების ნიშნად, ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს.

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა მეექვსე წელია რაც ტარდება. ,,პერსონა 2020 -ის ტიტულზე მედიცინის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის“, - პროფესორ ლევან რატიანს წარმოგიდგენთ.
მისი ბიოგრაფია კი ასე გამოიყურება:
ლევან რატიანი MD, PHD, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სახელმწიფო სერთიფიკატი – ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
2018 წლიდან - დღემდე თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკა - გენერალური დირექტორი.
2018 წლიდან - თსსუ-ის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი.
2015 წლიდან - დღემდე კლინიკა ,,ლანცეტის’’ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი.
2017 წლიდან - დღემდე პედიატრიული პრივატ კლინიკა - ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
2016-2018წ. GAU - პროფესორი.
2015-2018წ. ნიუ-ვიჟენის უნივერსიტეტი - ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის სრული პროფესორი.
2015-2018წ. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა - კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2014-2015წ. - ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალი - ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
2013-2015წ. კიბოს კვლევის ცენტრი მარტინ დ. აბელოფის ლაბორატორია- მოზრდილთა და ბავშვთა ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
2012-2013წ. -Kკ. ერისთავის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრი - რეანიმატოლოგი.
2011-2014წ. - აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრი - ექიმ-რეანიმატოლოგი.
2011-2012წ. - სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ჯანმრთელი ქალი“- სამედიცინო დირექტორი.
2010წ-2014წ. - ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2008-2011წ. - ქ.თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახური - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი.
2010-2012წ. - სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათაBცენტრი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
2005-2007 – საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემია, რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი - უფროსი ლაბორანტი.
მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, პროფესორი ლევან რატიანი პერსონას ტიტულს  მიიღებს

2007-2008წ. – ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა, გადაუდებელ შემთხვევათა დეპარტამენტი - მედძმა.
კლინიკა მერამედი - უმცროსი ექიმი.
2007–2010წ. - საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემია, რადიობიოლოგიისა და რადიობიოლოგიური ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, რადიაციული ნეირობიოლოგიის ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი.
2008–2010წ. - სასწრაფო დახმარება 033-ის ინტენსიური თერაპიის ბრიგადა - ექიმი.
2008-2009წ. - კომპანია მედ-ტურ ჯორჯია - სამედიცინო წარმომადგენელი.
2008წ. - თსსუ-ის ელექტრონული პარამაგნიტური ლაბორატორია - მეცნიერ თანამშრომელი.
პედაგოგიური გამოცდილება:
2009-2012წ. - ვიტას სასწავლო უნივერსიტეტი - მიწვეული პედაგოგი, სალექციო-პრაქტიკული კურსი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში.
2010წ. - მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ცენტრი - ტრეინერი.
2010წ. - პოლიციის აკადემია - მიწვეული პედაგოგი.
2011-დღემდე - თსსუ-ის პოსტდიპლომური უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტირებული პროგრამა ,,პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვა საგანგებო სიტუაციების დროს“ (აკრN170) - ავტორი და პედაგოგი.
2011-2012 წ. - რეფერალური დახმარების ცენტრი - ინსტრუქტორი.
2015წ.-დღემდე - კლინიკა ,,ლანცეტი’’ - ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის რეზიდენტურის პროგრამ-დირექტორი.
განათლება:
2010წ. - აშშ, მაიამის უნივერსიტეტი, ჯექსონის სახელობის კლინიკა - შინაგანი მედიცინა და კარდიოლოგია.
2009წ. - დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი - პროგრამა ,,ზრდასრულთა ეფექტური სწავლება – თანამედროვე მიდგომები’’.A

2008-2012წ. – თსსუ-ის თერაპიის მიმართულების დოქტორანტი.
2007-2011წ. – თსსუ-ის დიპლომის შემდგომი სწავლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტი - პოსტდიპლომური სამედიცინო სწავლება (მაძიებელი სამედიცინო სპეციალობით – ანესთეზიოლოგია /რეანიმატოლოგია ).
2007 წლის 15 ივნისი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის გადაწყვეტილებით მიენიჭა MD-ის ხარისხი; სარეგისტრაციო ნომერი 000085.
2001-2007წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი (საბიუჯეტო სექტორი) - დიპლომი წარჩინებით;
1989-2000- ქ. ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის გიმნაზია
გრანტები და პროგრამები:
2009წ. - ახალგაზრდა მეცნიერთათვის საქართველოს პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტი - გრანტის ხელმძღვანელი N343;
2009წ. - საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თრეველ გრანტის ხელმძღვანელი - აშშ;
2008წ. – GNშF N381 გრანტის მონაწილე მეცნიერ-თანამშრომელი;
2010წ. - თბილისის მერია, პროგრამა ლექციების კურსი ,,მედიცინა მეცნიერულ საფუძვლებზე’’ - ხელმძღვანელი;
2010წ. - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - პროექტი ,,სამოქალაქო თავდაცვის” სწავლება სკოლებში - ჯგუფის ხელმძღვანელი ქვემო ქართლში, სამცხე- ჯავახეთსა და შიდა ქართლში;
2010წ. - შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტი - სწავლება მანდატურთათვის, სამოქალაქო თავდაცვის პროგრამის მონაწილე;
2010წ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელი ,,სტაჟირება საზღვარგარეთ’’. Aაშშ. Fფლორიდა, მილერის სკოლა;
2010წ. –Aაშშ, მაიამის უნივერსიტეტი, პროექტი - ,,ათეროსკლეროზული ფოლაქის სქესთან დაკავშირებული და გენდერ-სპეციფიკური თერაპიის მკურნალობის სქემის შემუშავება“ - ჯგუფის წევრი;
2012წ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გამარჯვებული პროექტის ,,სიმწიფიდან სიბერემდე” საკონფერენციო გრანტის ორგანიზატორი;

სტიპენდიები:
2006წ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - ა. ქავთარაძის სახელობის კონკურსის გამარჯვებული, სტიპენდიანტი;
2004წ. - საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი;
2005წ. - განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ქალაქ ფოთის მერიის სტიპენდიის მფლობელი;
1999წ. - განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვისა და ახალგაზრდისათვის ქალაქ ფოთის მერიის სტიპენდიის მფლობელი;

მიღებული ჯილდოები:
2008წ. - ქ. თბილისის მერიის სიგელი 2008 წელს კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის;
2008წ. - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მადლობა, საქართველოში, რუსეთის აგრესიის პერიოდში დაჭრილთა მოვლა-პატრონობაში მაღალი პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის გამოვლენისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარებაში შეტანილი წვლილისათვის;
მონოგრაფიები:
,,პოლიფენოლებით მდიდარი ქართული სანელებლები’’ რატიანი ლ, სანიკიდძე თ, (Dდაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ) 2011წ.
,,აპოპტოზის რეგულაცია ჟურკატ უჯრედების მოდელურ სისტემებში’’ 2009წ; (მონოგრაფია დაფინანსებულია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ);
,,ოქსიდაციური მეტაბოლიზმი პოსტმენოპაუზის პერიოდში’’. 2010წ. (დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ);
,,წითელი ყურძნის ექსტრაქტის ანტიათეროგენული აქტივობა’’ 2012 წ.;
სამეცნიერო სტატიები - 57. რეფერირებული - 41.
კონფერენციები - 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი.
საზოგადოებრივი საქმიანობა:
2011წ. - ,,ქრონიკული დაავადებების მართვის ცენტრი’’ - დამფუძნებელი;
2013წ. - ქალის სიცოცხლის შემსწავლელი საზოგადეობა - პრეზიდენტი;
2009წ. - ჯანმრთელობა და ქალი, საზოგადოების დამფუძნებელი და წევრი;

ავტორი: გურამი არუთინაშვილი
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი