დიზაინერი ფატი კახნიაშვილი პერსონას ტიტულს, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს

დიზაინერი ფატი კახნიაშვილი პერსონას ტიტულს, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წელს უკვე მეექვსედ, გაიმართება, რომელზეც ტრადიციულად 21 კაციანი ბორდის გადწყვეტილებით ჩვენი ქვეყნის 50 ღირსეული ადამიანი დაჯილდოვდება, პერსონას ტიტულზე წარდგენილ პირთა ვინაობა კი ნელნელა გახდება ცნობილი , რომელთაშორის გახლავთ პროფესიით იურისტი წარმოშობით სამაჩაბლოდან დიზაინერი ფატი კახნიაშვილი. იგი პერსონას ტიტულს კულტურისა და შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებისთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პროექტის მთავარი ჯილდო ,,საუკუნის პერსონის“ ტიტული მარჯანიშვილის ლეგენდარულმა მსახიობმა თამარ სხირტლაძემ და პირველმა ქართველმა ჯაზ შემსრულებელმა გიული ჩოხელმა მიიღეს.

პროფესიით იურისტი ფატი კხნიშვილი მეორე წელია უკვე რაც შემოქმედებით საქმიანობას ეწევა და იგი ხელნაკეთ ალის აქსესუარებს ამზადებს. ქალბატონი ფატი პროფესიით იურისტი გახლავთ მან 13 წელი იუსტიიციის სახლში რუტინულ სამსახურში გაატარა. დღეს ის ამბობს, რომ ,,მისი იუსტიციელი“ მეგობრები ამაყობენ მისი შემოქმედებით. დიზაინერი წარმოშობით, ცხინვალიდანაა, მან სკოლა და უნივერსიტეტი ცხინვალში დაამთავრა. როგორც დიზაინერი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მან 2018 წელს ბავშვობის ოცნება აისრულა და მისი ჰობი რეალურ შემოქმედებით საქმიანობად აქცია.

დიზაინერი ფატი კახნიაშვილი პერსონას ტიტულს, კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მიიღებს


ფატი კახნიაშვილი: ,, მეორე წელია რაც ჩემი საქმიანობის სფერო რადიკალურად შეიცვალა და ხელოვნებაზე გადავერთე. ჰობი საყვარელ საქმედ ვაქციე და უფრო მეტიც, ის ჩემთვის შემოსავლის წყაროდ იქცა. ჩემი შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება ჩემს ბავშვობას უკავშირდება და შთაგოენება აქედან წამოვიდა. მოგეხსენებათ, წარმოშვებით სამაჩაბლოდან ვარ და ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია. მონატრება იმ ადგილების სადაც ბავშვობა გავატარე, სადაც მამის საფლავი დავტოვე. მამა შემთხვევით არ მიხსენებია, დღეს თუ ჩემი შემოქმედების ძირითადი კონცეფცია - ვაზი და მტევანია, ეს მამის დამსახურებაა. მას ძალიან უყვარდა ვაზი და დიდი რუდუნებით უვლიდა მას: ღიღინებდა, ესაუბრებოდა და ეფერებოდა. ბავშვობაში ამას ვაკვირდებოდი, მაგრამ ბოლომდე ვერ აღვიქვამდი. დრო რომ გადის ემოციებიც და შეგრძნებებიც განსხვავებულად გვიყალიბდება მამის და ბავშვობის მონატრებამ ვაზის სიყვარული გამიმძაფრა და ასე იქცა მტევანი ჩემი შემოქმედების შთაგონბის, მოტივაციის და კრეატიულობის წყაროდ. მახსოვს პირველ მტევანს რომ ვაკეთებდი, თან ვესაუბრებოდი. ამან მეტად გაამძაფრა ჩემი ემოცია და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რასაც სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვაკეთებდი.“
ბრენდი ZILFI Handmade დაარსდა 2018 წლის აგვსიტოში. ბრენდის კონცეფცია არის საქართველოს მრავალსაუკონოვანი ისტორიისა და კულტურის ამსახველი სიმბოლო - ვაზი და ვაზის მტევანი. ბრენდის იდეა მდგომარეობს საქართველოს პოპულარიზაციაში და მისი ისტორიის გადმოცემაში ვაზის მტევნის აქსესუარისა და სამკაულის სახით. იგი გათვლილია როგორც ქართველ მომხმარებელზე, ასევე მეტწილად უცხო ქვეყნების ტურისტულ სეგმენტზე, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის მოზიდვას. ასევე მათ კმაყოფილებასა და ღვინის, ვაზის კულტურის ისტორიის გადაცემასა და გაზიარებას. ბრენდის ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ქვეყანას მოუთხროს „ამბავი საქართველოზე...“ და ამით კიდევ უფრო შეაყვაროს ჩვენი კულტურა და დააინტერესოს ჩვენი ისტორიით. საბოლოოდ კი მათ სამახსოვროდ დარჩეთ არა მარტო მოგონებები საქართველოდან, არამედ ისეთი ნივთიც, რომელიც საქართველოს მხოლოდ დადებით ასპექტში გაახსენდებათ და ყოველთვის მოუნდებათ უკან დაბრუნება.



ფატი კახნიაშვილმა ამ ორ წელში სამი საინტერესო გამოფენა გამართა იტალიაში და ავსტრიაში. 2019 წლის 10-13 ოქტომბრის პერიოდში კი გაემგზავრა იტალიაში, ქალაქ რომში, სადაც 12 ოქტომბერს რომის ხელოვნების უნივერსიტეტში, იმჟამინდელი ახალგაზრდა ელჩის სტატუსის მქონე ნენო გაბელიასა და VALERIO MASSARONI-ს ორგანიზებით მოეწყო ,,ზილფის“ პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - ხელოვნებით მოყოლილი „ამბავი საქართველოზე...“
ასევე აღსანიშნავია პროექტი „ ჩემი რომაული არდადეგები“-ს ყველაზე შთამბეჭდავი 3 დღიანი გამოფენა-კონკურსი, Incingue Open Art Monti-ს გალერეაში, რომელიც იყო ორგანიზებული Monica Cecchini-ს მიერ. ამ გამოფენაზე 30 საუკეთესო თემატურ ნამუშევარს შორის საკონკურსოსდ წარმოდგენილი იყო ბრენდის, ‘’ ZILFI Handmade’’-ის, ყელსაბამი სახელწოდებით „ამბავი საქართველოზე...“.
ეს იყო პირველი გამოფენა უცხოეთში, ხელოვნების ქვეყანაში, იტალიაში. კერძოდ კი ძველ რომის გულში, იმ ერთ-ერთ უძველეს გალერეაში, სადაც ყელსაბამი ყვებოდა ჩემი ქვეყნის ისტორიას და ასახავდა მის კულტურას. ფატი კახნიაშვილის გამოფენას ვრცელი სტატია მიუძღვნა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა Domeniko Letizia -მ იტალიაში.



იტალიიდან ჩამოსვლისთანავე მოწვევა მიიღო საქართველოს ელჩისგან ავსტრიაში, ბატონ დავით დონდუასგან სადაც ნოემბერში გაემგზავრა. მან მონაწილეობა მიიღო ვენაში გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე - UNWG International Festival – Charity bazaar.
ავსტრიაში ყოფნის ამავე პერიოდში, 20 ნოემბეერს, გაიმართა მისი პერსონალური გამოფენა ძველ ქალაქ პოლტენში.
მისთვის ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც რომის პაპ ფრანჩესკესადმი მიძღვნილი მისი სამკაული იყო , რომელიც 2019 წელს რომის პაპ ფრანცისკეს, წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრან ბატონმა სხვა საჩუქრებთან ერთად გადასცა ბაგრატიონების სახელობის ღვინო შემკული ჩემი ხელნაკეთი მტევნით.
დიზაინერი დღეს დაუღალავად შრომობს და ემზადება შემდეგი წარმატებისთვის.

კომენტარები