,,ნახევარ ტონაზე აღარ გავჩერდები და კიდევ მეტის აწევის სურვილი გამიჩნდება"

,,ნახევარ ტონაზე აღარ გავჩერდები და კიდევ მეტის აწევის სურვილი გამიჩნდება"
- ვფიქრობ, ტაილანდშიც შესაძლებელი იყო, მეცადა ორჭიდის ჯამში ნახევარი ტონის აწევა. მთლად 500-ის თუ არა, ამ ეტაპზე 5-6 კილოგრამით ნაკლების აწევას მაინც შევძლებდი. ჩემი ორგანიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ასაკთან ერთად ძალაც მომემატება და... ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევ! თუ 500 კილოგრამი ავწიე, ნახევარ ტონაზე აღარ გავჩერდები და კიდევ მეტის აწევის სურვილი გამიჩნდება! ორჭიდის ჯამში 500 კგ ყველასთვის საოცნებო მაჩვენებელია, მით უმეტეს, რომ ძალოსნობის ისტორიაში 472 იყო საუკეთესო შედეგი, რაც უკვე 12 კილოგრამით გავაუმჯობესეთ და მჯერა, რომ უფლის წყალობით მეტს შევძლებთ! მთავარია, ჯანმრთელად ვიყო და აუცილებლად ავალთ საოცნებო მაჩვენებლამდე. ამბობს კვირის პალიტრასთან საუბრისას
კომენტარები