როდისთვის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რას ვარაუდობს ამირან გამყრელიძე

როდისთვის ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რას ვარაუდობს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შესახებ დასმულ კითხვას, გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით საკოორდინაციო საბჭოში ამ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს და მისი ვარაუდით, გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი

„ამ ტიპის გადაწყვეტილებებს არ იღებს ნამდვილად არც ამირან გამყრელიძე, არც პაატა იმნაძე და არც ხათუნა ზახაშვილი. ამ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც აჯერებს სხვადასხვა მოსაზრებებს, მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ინფორმაციებს და მის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება. ყველაზე ახლო რაც შემიძლია გითხრათ და ეს დეკლარირებულია, რომ 22-ში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. დღესაც ითქვა საკოორდინაციო საბჭოზე, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მეზობლების მაგალითებზე დაყრდნობით, რომ რამდენიმე შემზღუდველი ღონისძიება სწრაფი ტემპით შევამსუბუქოთ.

ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, დიდია. იცით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძირითადად მაინც დიდ ქალაქებშია დატვირთული, განსაკუთრებით მეტრო თბილისში, ავტობუსები და ა.შ. მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს ხვალ და ზეგ, მაგრამ ამაზე გადაწყვეტილება იქნება მალე მიღებული, თუ როდის, რა პრინციპებით და რა წესების დაცვით ამუშავდება ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი