ანრი ჯოხაძე უგონო მდგომარეობაში კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

ანრი ჯოხაძე უგონო მდგომარეობაში კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს

„უგონო მდგომარეობა არ ყოფილა, მაგრამ კლინიკაში მოვხვდით. ანრის მოციმციმე არითმია აქვს. უძილობის და გადაღლილობის ფონზე ისევ პროვოცირდა. საბედნიეროდ, დროულად მივედით კლინიკაში. დასტაბილურდა, ახლა კარგად არის. მთავარია ინფარქტს გადავრჩით.

3 თვის წინ იწვა იმავე დიაგნოზით. ახლა გადაღლილობაზე გაუმეორა“, – აღნიშნა მაგდა ჯოხაძემ.

მისი თქმით, მომღერალი სახლში გახდა შეუძლოდ.

„რამდენიმე ღამე გადააბა. კლიპს ამონტაჟებდა. უძილო იყო. ინტენსიურ განყოფილებაში იწვა სამი დღე, სანამ არ დასტაბილურდა მდგომარეობა. ახლა სახლში აგრძელებს მკურნალობას“, – ამბობს მომღერლის და.

ანრი ჯოხაძე უგონო მდგომარეობაში კლინიკა ვივამედში გადაიყვანეს
კომენტარები