,,ის ზონა არაა, საქართველოა" - ვინ არის ბიჭი გორიდან, რომელიც მსმენელების სიყვარულით ყოველდღე თბილიში დადის

,,ის ზონა არაა, საქართველოა" - ვინ არის ბიჭი გორიდან, რომელიც მსმენელების სიყვარულით ყოველდღე თბილიში დადის
ქართველმა მსმენელმა სოციალურ ქსელში, გავრცელებული ვიდეოთი გაიცნო, ქუჩაში იჯდა, უკრავდა და მეღეროდა. არ უფიქრია თუ ეს სიმღერა პოპულარობას მოუტანდა. გადის დღეები და ბიჭი გორიდან ყოველდღე მოჰყვება ტრანსპოტს იმიტომ, რომ თქვენთვის დაუკრას და ფანდურზე იმღეროს. ჩვენი რესპოდენტი ქუჩის მუსიკოსი თაზო ჩუხრუკიძეა.

• რატომ გადაწყვიტე ქუჩაში გემღერა?
- ვმუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში , სამსახურიდან გამომდინარე მუსიკას დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი. გადავწყვიტე სამუშაო მიმეტოვებინა და ჩემს საყვარელ საქმეს დავბრუნებოდი.

• სიმღერა რომელიც ქუჩაში ფანდურზე შეასრულე, მსმენელამდე შენი სავიზიტო ბვარათია?
- ფიქრიც არ მქონია, რომ ამ სიმღერას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა საზოგადოების მხრიდან. როდესაც გადავწყვიტე ეს სიმღერა მემღერა, არ მიფიქრია თუ ინტერნეტში მოხვდებოდა და გაჰიტდებოდა, ამიტომ ვთვლი, რომ დიახ ეს სიმღერა ჩემი სავიზიტო ბარათია საზოგადოებამდე მისასვლელად. ამის შემდეგ მწერდნენ იტაალიდან,საბერძნეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. არ წყდებოდა ზარები ქართულ რესტორნებიდანაც.

• მუსიკის რომელ ჟანრში მღერიხარ და რატომ?
- უფრო ხალხურ სიმღერბს ვმღერი, იმიტო რომ საქართველო მოკლებულია ხალხურ ჟანრს, ამიტომ ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ხალხურის პოპულარიზაცია განვითარებაში.

,,ის ზონა არაა, საქართველოა" - ვინ არის ბიჭი გორიდან, რომელიც მსმენელების სიყვარულით ყოველდღე თბილიში დადის


• განსხვავებული ხმის ტემბრი გაქვს, ვის ბაძავ?
- კი ყველა მაგას მეუბნება განსხვავებული ხმის ტემბრი გაქვსო , არავის ვბაძავ, რადგან ჩემი ხმაა და გულით ვმღერი.

• რომ არა საქართველოში სად დაიბადებოდი და რატომ?
- საქართველოა ჩემი სიამაყე და სიმდიდრე. არ მიფიქრია არასოდეს, რომ სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი იმიტო, რომ ბედნიერი და მადლიერი ვარ ჩემი სამშობლოსი.

• კომფლიქტის ზონასთან ახლოს ცხოვრობ, გეშინია?
- ახლოს ვცხოვრობ, მაგრამ შიში არ მაქვს იმიტომ, რომ ის ზონა არაა, საქართველოა.

• გორიდან თბილიში დადიხარ ყოველდღიურად, რომ საზოგადოებისთვის დაუკრა, როგორ ახერხებ?
- ხალხის სიყვარული რომ არა, ამას ვერ შევძლებდი , მსმენელი მაძლევს სითბოს,სიყვარულს და სტიმულს იმისას, რომ ვიდგე ქუჩაში და ჩემი ფანდურით, დიდი ერთგულებით ვიმღერო და დავუკრა მათთვის.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი
კომენტარები