ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის, ლიკა ოდიშარია პერსონას ტიტულს მიიღებს

ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობისთვის, ლიკა ოდიშარია პერსონას ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2020“ -ის ტიტულზე ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის ბიზნეს ანალიტიკოს, ბიზნეს მრჩეველს აისო სერთიფიკატის მფლობელს ლიკა ოდიშარია მგალობლიშვილს.
დაიბადა ქალაქ ბათუმში 1970 წლის 1 ივლისს, წარმატებით დაამთავრა საშუალო სკოლა. 1990 წელს შეეძინა უსაყვაროლესი ასული ნინო. გახლავთ 2 უმაღლესი განათლებით, 1998-2004 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბათუმის საზღვაო აკადემიის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტი. 2006 წელს გაიარა „ბაფის“ სტანდარტების კურსი.
პროფესიული მოღვაწეობა დაიწყო 2004 წლიდან:
2004-2007 წლები მოღვაწეობდა საბნკო სფეროში. 2009 წელი ხელვმძღვანელობდა სასტუმრო ბიზნესს 2010 წლიდან ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საზღვარგარეთ.
2010 წელს თურქეთში დაამთავრა ანკარის თავისუფალი უნივერსიტეტის კურსი - თანამედროვე ბიზნესი და მარკეტინგი. მიმენიჭა ბიზნესს მრჩეველის კვალიფიკაცია
გავლენიანი ახლობლების ფაიკ კოპალანის, რეზან და ვეჰიპ ბიროლების დახმარებით სტამბულიდან მოხვდა ავსტრიაში სამუშაოდ. ზალცბურგი ცნობილ საერთაშორისო ბიზნესმენთა ადგილსამყოფელია
2011წელს თავისუფალ მსმენელად მოისმინა ზალცბურგის მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლის კურსი, რომელსაც სთავაზობენ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომელთაც აკადემიური ხარისხი ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტისაგან მიიღეს.
2015 დააფუძნა სასწავლო ცენტრი „კოორდინატი“,
20017 წელს დააფუძნა აუდიტოეული და საბუღალტრო ფირმა „პრიორიტეტი ადუდიტ“ ფლობს აისო1:2015 ხარისხის სერთიფიკატს
2018 წლის დააფუძნა მთარგმნელობოთი კომპანია „დიალოგი“,
გახლავთ მსხვილი და საშუალო კომპანიების ბიზნეს მრჩეველი საგადასახადო კოდექსის კონსულტანტი, აუდიტი..
ფლობს თურქულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
მან შეიმუშავა ბიზნეს ინგლისური ენის სავლების სპეციალური მეთოდი, რომელიც წარმატებიტ დაინერგა საქართველოში.
დღეს გახლავთ ამ კომპანიების დამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი და დირექტორი.......
ლიკა ოდისარია: - წარმატების ისტორია ხშირად მარცხით და სირთულით იწყება... ადამიანთა უმრავლესობას, საკუთარი მიზნებისათვის ადვილად არ მიუღწევიათ. მათ გზაზე უამრავი დაბრკოლება და სირთულე შეხვდათ, რამაც ისინი აიძულა, კიდევ უფრო მეტი მონდომებითა და ენერგიით ემუშავათ. როდესაც საკუთარ უიღბლობასა ან წარუმატებლობაზე დავფიქრებულვარ ყოველთვის მახსენდება ეს. დანამდვილებით ვიცი, რომ ხშირ შემთხვევაში მარცხი მხოლოდ საუკეთესოს დასაწყისია!
ჩემი მიზანია გავუზარდოთ ადამიანებს თვითრწმენა და დავეხმაროთ იმის აღიარებაში, რომ მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა. ჩემი გუნდი მუშაობს იმისათვის, რომ მოგაწოდოთ იდეები, რომლებსაც შეუძლია დაგეხმაროთ მოტივაციის გაზრდასა და ცხოვრებისეული ცვლილებების განხორციელებაში.
"ნუ იქნებით მარტო დედები... ან მარტო ქალები... იყავით ბევრი და მრავალფეროვანი!"
ნურასოდეს იტყვით, რომ დაიღალეთ, რომ ყველაფერი გტკივათ, რომ ნერვოზი გაგიჩინათ ცხოვრებამ. ნურასოდეს წაიქცევით სხვის დასანახად, ნუ ჩაიცვამთ შავ კაბას, როცა სამყარო ფერადია.
ვისაც მიზნისკენ სვლა წესად გაუხდია, ეცოდინება, რომ სანამ ცხოვრება და საქმიანობა იმ კონდიციას მიაღწევს - გარედან რომ „ლამაზად მოსჩანს“ ხოლმე, ძალზე დიდი შრომაა გასაწევი…
და გაცილებით სასიამოვნოა დაბრკოლებების გადალახვა მაშინ, როცა გვერდს თანამოაზრეეები, ოჯახის წევრები და კარგი მეგობრები გიმაგრებენ, რთულია თუ ოჯახი გვერდით არ დგას, თუ ვერ შეიკრა კარგი გუნდი , თუმცა მაინც იცი რომ — შენი მიზანი მხოლოდ შენი არაა, — ის სახალხოა.
მომწონს ქალები,რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს
«არასოდეს იფიქროთ, რომ რაღაც დამთავრდა,
არაფერიც არ დამთავრებულა
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი