ჩემი შექმნილი სამკაულები, ჩემი შვილები არიან

ჩემი შექმნილი სამკაულები, ჩემი შვილები არიან
სამკულების დიზაინერი ნინი ნიკოლაშვილი 15- სექტემბერს ბაქოს სამდღიან Fashion Week-ზე, შოურუმს გამართავს
13-14/ აგვისტოს Anaklia Fashion Weekze მის ნამუშევრებს გაიტანს, 10- აგვისტოს კი Miss & Mister Tbilisze წარასდგენს შოურუმზე მის ხელნაკეთ სამკაულებს.

ნინი ნიკოლაშვილი 25 წლის. ხელოვნება ყოველთვის მომწონდა . ბავშვობაში ვხატავდი და რაოდენ ცუდიც არ უნდა გამოსულიყო ჩემი ნახატი ყოველთვის აღტაცებით ვუყურებდი.
ხასტვისადმი დიდი სიყვარულის მიუხედავად დიხანს არ გამიგრძელებია ეს საქმიანობა, თუმცა ძალიან ბევრ სფეროში გამოვცადე საკუთარი თავი. ერისიონის მოცეკვავე ვიყავი ძალიან დიდხანს, შემდეგ თანამედროვე ცეკვითა და ჩოგბურთის თამაშითაც კი დავკავდი. ჩემმ აღნაგობამ იმაშიც შემიწყო ხელი რომ თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელს-ში” თითქმის 2 წელი დავყავი. შემდეგ სწავლას დავუთმე დიდი დრო და ყურადღება. ჩავაბარე კავკსიის უნივერსიტეტში ტურიზმის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სამსახური ჩემს პროფესიასთან უშუალო კავშირში იყო. ეპიდემიამ, ჩემზეც ისევე როგორც ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედა. მაშინ როცა სახლიდან გასვლა და ადამიანებთან აქტიურად ურთიერთობა შეგვიზღუდეს ძალიან ბევრ დროს ვატარებდი სახლში. ჩემი ყველა დიდი ხნის წინ შეძენილი აქსესუარები, რომელსაც აღარ ვიყენებდი გადავწყვიტე, რომ განმეახლებინა და ისე გადამეკეთებინა რომ ჩემთვის ისევ სასურველი გამხდარიყო.
მახსოვს ისე მომეწონა ამის კეთება მთელი ღამე გავათენე. მეორე დღეს ისევ იგივე გავაგრძელე, ფოტოები გადავუღე და Instagram და Facebook გვერდზე განვათავსე. დავიწყე ონლაინ ტრენინგების გავლა, კომპანია სპარკის დახმარებით ,რაც ძალიან დამეხმარა მომხმარებლის მოზიდვასა და გვერდის განვითარებაში. ყოველდღიურად იმატებდა მომხმარებლისა და შეკვეთების რაოდენობა. ისინი რეკომენდაციებს არ იშურებდნენ.
ძალიან ბევრი აქტიური და ერთგული მომხმარებელი შევიძინე და მადლობა მინდა გადავიხადო ყველას ვინც ჩემს გვერდზეა და ამის განვითარებაში ძალიან დიდი როლს თამაშობს
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი