,,შენ შეგიძლია, ოცნებები მიქციო ცხადად"

,,შენ შეგიძლია, ოცნებები მიქციო ცხადად"
შენ შეგიძლია, ოცნებები მიქციო ცხადად,
რაის გაფრენა ? მე უშენოდ სუნთქვაც კი მიჭირს.
ჩემი გულია , მოუფრთხილდი, მკერდით რომ დაგაქვს,
წერას ვინ ჩივის? არსებობის დავკარგე ნიჭი.

ფერდაკარგული დღეებია თებერვალივით
და ჩემს ლექსებსაც ტკივილები ფიფქებად ათოვს.
შენი ტუჩები, ვერდაპყრობილ მთის მწვერვალივით,
მიზიდავს , მაგრამ ვეღარასდროს დავიპყრობ ( ვატყობ).

შენი თვალები ცაზე მეტად მუქია უფრო,
ალბათ, ღმერთებმა დაგამჩნიეს ხალი ლოყაზე.
როცა იღიმი ტკივილები მირჩება თითქოს
და მხოლოდ მაშინ აღარ ვფიქრობ თავის მოკვლაზე.


ავტორი: გიორგი ჩერქეზია
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი