საუკუნის პერსონა თამარ სხირტლაძეს და გიული ჩოხელს გადაეცა

საუკუნის პერსონა თამარ სხირტლაძეს და გიული ჩოხელს გადაეცა
20 დეკემბერს თბილის გრანდ შერატონში საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა 2019 -ის გაიმართა, პროექტის ფარგლებში ქვეყნის 50 წარმატებული ადამიანს სფეროს განვითარებასა და ხელშეწყობისთვის პერსონას ტიტული მიენიჭა, პროექტის უმაღლესი ჯილდო საუკუნის პერსონა პირველ ჯაზ მომღერალ ქართველ ქალს გიული ჩოხელს და ლეგენდარულ ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს თამარ სხირტლაძეს გადაეცა. წარმატებული ადამიანები დაჯილდოვდნენ განათლებიდან, მედიცინიდან, სამოქალაქო სექტორიდან, ბიზნესიდან. შეგახსენებთ, რომ პროექტის ხმის მიმცემ ბორდს მეორე წელია პროდიუსერი და პუბლიცისტი ინგა სიორიძე ხელმძღვანელობს ხოლო პროექტის იდეის ავტორი და დირექტორი ჟურნალისტი იოსებ კავკავაშვილია. დაჯლდოების გალა ღონისძიებაზე ქართლი ესტრადის ვარსკვლავებმა თემურ წიკლაურმა, ირმა სოხაძემ, ელლა დევლახმა იმღერეს. პროექტის ფარგლებში კატალოგი ოქროს სახელები გამოიცა. ასევე კომპანიებმა ესთეტიკ აკადემიამ და ნეილ გარდენმა 50 პერსონას თავის მოვლის პროცედურების სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს.
კომენტარები