,,ნეტავ" ნანა ცინცაძემ ფანდურა ბექაურს ლექსი მიუძღვნა

,,ნეტავ" ნანა ცინცაძემ ფანდურა ბექაურს ლექსი მიუძღვნა
პოეტმა ნანა ცინცაძემ, მომღერალ ფანდურა ბექაურს გიორგობის დღეს ლექსი მიუძღვნა. როგორც მომღერალი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ლექსი მთლიანად მის ცხოვრებას ასახავს და მსმენელს მალე სიმღერის სახით წარუდგენს. გიორგი (ფანდურა) ბექაური ამჟამად ორ სიმღერაზე მუშაობს რომელსაც მალე ჩაწერს ერთი სიმღერა ,,ნეტავ" რომელიც ნანა ცინცაძემ დაწერა და მეორე სიმღერა რომლის ტექსტიც და მუსიკაც თავად მომღერალს ეკუთვნის.
ფანდურა ბექაური: ნანას დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ლექსისათვის. ლექსი მთლიანად ჩემს ცხოვრებაზეა დაწერილი, მალე ამ ლექსზე სიმღერაც ჩაიწერება და მსმენელი მოუსმენს და შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სიმღერაც გაჰიტდება.
კომენტარები