,,გავგიჟდი მეგონა ექიმი ჩემ სხეულში შემოვიდა" -თინათინ მაჩაიძის უნიკალური შესაძლებლობები

,,გავგიჟდი მეგონა ექიმი ჩემ სხეულში შემოვიდა" -თინათინ მაჩაიძის უნიკალური შესაძლებლობები
ფაქტია, სამყაროში რეალურად არსებობენ ამოუცნობი ფენომენები და მათ შორის, ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ქალბატონი თინათინია. ექიმი, რომელიც მუდამ ყურადღების ცენტრშია და რომლის მიმართაც უამრავი სამადლობელი და საქებარი ტექსტი არსებობს. ქ-ნი თინათინის უნიკალურობას რამდენიმე ფაქტი ასახავს, მათ შორის მის მიერ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების რეალური შეფასებისა და რენდგენული ხედვის უნარი, რომლის საშუალებითაც უტყუარ დიაგნოზს სვამს. ცალკე ფაქტია მის მიერვე შემუშავებული კომპლექსური სამკურნალო მეთოდიკის ფონზე მიღწეული შედეგები ყოველ პაციენტთან .
-არასდროს დამავიწყდება, მისი კაბინეტიდან გამოსული ახალგაზრდა გოგონას ემოციებისგან ფართოდ გახელილი თვალები, და ემოციური რეაქცია, როდესაც ექიმის კაბინეტიდან გამოვიდა და ცდილობდა დედისთვის შთაბეჭდილება გაეზიარებინა, რომელიც დიაგნოსტირების დროს მიიღო: "გავგიჟდი მეგონა ექიმი ჩემს სხეულში შემოვიდა, დეტალურად დამათვალიერა და ისე მესაუბრებოდა ჩემს ჩივილებზე. მისი ყველა სიტყვა, იმდენად საოცარი სიზუსტით დაემთხვა დავიბენი კიდეც, მსგავსი არაფერი მინახავს ეს რა სასწაული იყოო."
ამ ყველაფერმა ჩემში კიდევ უფრო მეტად გამოიწვია ინტერესი ქალბატონი თინათინის მიმართ და სხვა პაციენტებსაც გავესაუბრე- აღმოჩნდა, რომ ყველა პაციენტი პირველი შეხვედრისას მსგავსი ემოციით იფარება. ქალბატონი თინათნისთვის კი, ეს უკვე ჩვეულებრივი, თუმცა მაინც სასიამოვნო მოსასმენია.
მიუხედავად თინათინ ექიმის დროის დეფიციტისა, რამდენიმე წუთის დათმობა ვთხოვეთ და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით, რისთვისაც მადლობას ვუხდით.
-ქ-ნო თინათინ, თქვენს მოსაცდელში შევესწარით პაციენტის საუბარს, რომელიც საკუთარ შთბეჭდილებას გაოცებული გამოხატავდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს არ იყო პირველი შემთხვევა და როოგრ აღნიშნეს ყველა პაციენტი მსგავსი ემოციით ტოვებს თქვენს კაბინეტს დიაგნოსტირების შემდეგ, როგორ ახერხებთ ამ ყოველივეს?
- სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა , რომ ეს ფაქტი უკვე წლებია გრძელდება ( ქ-ნ თინათინს 30 წლიანი, უწყვეტი სამუშაო გამოცდილება აქვს ამ სფეროში) და წესით შეჩვეული უნდა ვიყო, მაინც ძლიან მიხარია ყოველი პაციენტიდან წამოსული ასეთი ემოცია, მათი ასეთი თბილი დამოკიდებულება და ნდობა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ , რომ მე ვამაყობ ამით, არა იმიტომ რომ მე ეს შემიძლია, არამედ იმიტომ რომ მე ეს მათთვის შემიძლია, რისთვისაც უფლის მადლობელი ვარ. ბედნიერი ვარ როდესაც მათ მზერაში მადლიერებას და ოპტიმიზმს ვგრძნობ.
-ქ-ნო თინათინ თქვენი სამუშაო გამოცდილება უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. გახდა ცნობილი რომ წელს ჯილდოვდებით "ბრენდ პერსონა"-ს ტიტულით სამედიცინო სფეროში მიღწეული განსაკუთრებული შედეგებისა და წვლილისთვის. ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიეთ როგორც სამშობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, არასდროს გიფიქრიათ სხვა ქვეყანაში მოღვაწეობაზე, ვიცით რომ მომხიბვლელ წინადადებებს ხშირად იღებთ.
-მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მაქვს მიწვევები რაზეც ბუნებრივია უარს არ ვამბობ, არასდროს ჩავვარდნილვარ სხვა ქვეყანაში კარიერის გაგრძელების ხიბლში, რის გამოც რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შემოთავაზებებზე მაქვს უარი ნათქვამი, თუმცა არ ვნანობ.
-გვაქვს ინფორმაცია, რომლის უშუალოდ თქვენთან გადამოწმების მიზნით მოხდა დღეს ჩვენი შეხვედრა და რის გამოც ამდენ საინტერესო და სასიამოვნო ფაქტს შევესწარით. ეს უკავშირდება თქვენს საქველმოქმედო აქციას ემიგრანტების მიმართ, რომელიც ძალიან სენსიტიური თემაა საქართველოთვის, შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ, კონკრეტულად რომელ ქვეყანას უკავშირდება და ა.შ.
-დიახ, ინფორმაცია ნამდვილად სწორად გაქვთ. უბრალოდ არ მიყვარს მოვლენების გასწრება, რის გამოც ამ ეტაპზე თქვენის ნებართვით არ დავკონკრეტდები. ინფორმაცია ამის შესახებ უახლოეს მომავალში დეტალურად განთავსდება ჩვენს ოფიციალურ facebook- გვერდზე.
-როგორც გენებოთ, დავტოვოთ სიურპრიზად ოღონდ ერთი პირობით, ექსკლუზივს ჩვენ გვაჩუქებთ.
-აუცილებლად.
-როგორც მივხვდი არაერთ დაავადებასთან გიხდებათ შეხება და ეს არ არის რაიმე კონკრეტული ერთი დაავადება. მაინც რომელია ის დაავადებები, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება პაციენტს თქვენი დახმარების იმედი ჰქონდეს და რომელი დაავადებები ლიდერობს სტატისტიკის მიხედვით
-დაავადებათა ნუსხა, რომელთან შეხებაც ყოველდღიურად მიხდება საკმაოდ ვრცელია და მოიცავს სხვადასხვა სისტემას , მათ შორის ნერვულს, ენდოკრინულს, საჭმლის მომნელებელს, იმუნურს და ა.შ.
რაც შეეხება პრობლემებს, რომელიც ლიდერობს, გარკვეული ერთი ფორმულა არ არსებობს და სხვადასხვა ფაქტებთან დაკავშირებით, მათ შორის გეოგრაფიულთან, ცვალებადია. როგორც საქართველოს ასევე მსოფლიოს მასშტაბით ნერვული სისტრემა და მასთან დაკავშირებული პრობლემები სამწუხაროდ ლიდერის პოზიციას მყარად იკავებს, ასევე არანაკლებ საყურადრებოა ძვალ-სახსროვანი სისტემა, კუჭ-ნაჭლავთან დაკავშირებული პრობლემები, რაც პირდაპირ პროპორციულია დღევანდელი დღის რეჟიმსა და "სწორი კვების კულტურასთან". ჰორმონალური დისბალანსი, გინეკოლოგიური პრობლემები, მასტოპათიები, ენდოკრინული სისტემა, სისხლძარღვოვანი დისტონია
( სისხლის მიმოქცევის მოშლა) ენურეზი (უნებლიე შარდვა) ბავშვთა და მოზარდთა ასაკში და სხვა. ეს სწორედ ის პრობლემებია რომელთან შეხებაც საკამოდ ხშირად მიწევს.
- და ბოლოს, როგორ ფიქრობთ რა არის თქვენი ასეთი რეზულტატის "ოქროს ფორმულა"?
- უპირველესად ვთვლი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული როგორც პროფესიის ასევე პაციენტთა მიმართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არასდროს არ ვაძლევ პაციენტს "ცრუ გამოჯანმრთელების იმედს" .
კომენტარები