,,შემოქმედი ადამიანები,ფაქიზი სულის ადამიანები არიან" - ნანა ჩარკვიანი

,,შემოქმედი ადამიანები,ფაქიზი სულის ადამიანები არიან" - ნანა ჩარკვიანი
პოეტი ნანა ჩარკვიანი ემიგრაციაში იმყოფება, მის ლექსებში იგრძნობა სევდა,მონატრება და სიყვარული.



რას ნიშნავს იყოთ პოეტი და წეროთ საზოგადოებისთვის?

- იყო პოეტი ეს დიდი პასუხისმგებლობაა,ფეხი უნდა აუწყო ცხოვრების დინებას და ისე ლამაზად და მხატვრულად მიიტანო საზოგადოებამდე შენი გრძნობები,რომ გულის სიმები შეურხიო მათაც(მკითხველს).
საზოგადოებას რაც აწუხებს,ქვეყანას რაც სტკივა და უხარია რითმებში უნდა მოქარგო.
საზოგადოებამ,რომ მიგიღოს და შეგიყვაროს შენი პოეზიით,პოეტი გულწრფელობით, სიყვარულით და სათნოებით უნდა იყო სავსე.

რთულია იყო შემოქმედი ადამიანი
?

- შემოქმედი ადამიანები,ფაქიზი სულის ადამიანები არიან,აქედან გამომდინარე ერიდებიან სხვების გულის ტკენას,თვითონ კი,ცოტა რამ წყინთ და ცოტა ახარებთ. სამყაროს სხვაგვარად აღიქვამენ.უფრო პოზიტიურები არიან. მათი გულისტკენა ადვილია,ვთვლი რომ ცოტა რთულია, ამ მხრივ.

როდის მოდის თქვენთან მუზა?

- მუზას არ აქვს განსაზღვრული დრო,შეიძლება ნებისმიერ დროს მესტუმროს,ხან ღამით ჩამომიჯდეს სასთუმალზე და სული ამიწრიალოს,ხან გამთენიას მზის სხივებს შევეგებოთ ერთად.
ხან ბუნებაში სეირნობისას მანაც ითვალოს ნაბიჯები და დართას რითმები.
ზოგჯერ საქმის კეთებას არ მაცლის,მხარზე თავს დამადებს და ყურში ჩურჩულით ჩამძახის ახალი ლექსის სტრიქონებს. ასეთი ონავარი მუზა მყავს მე,მაგრამ ბევრჯერ ერთად გვიცინია,გვიტირია და ოცნებებში მოგვივლია მონატრებული ადამიანები და ადგილები.
ჩვენი საქართველო. ტაძრები.

რა გაძლევთ თქვენი საქმის კეთების მოტივაციას?

- ჩემი საოცარი მკითხველის სიყვარული.
მათი ულამაზესი კომენტარები,რომ მოუთმენლად ელოდებიან მომდევნო ლექსს.
ემიგრანტებს,ოდნავ მაინც, რომ ვაძლევ განტვირთვის საშუალებას.
ჩემი ლამაზი სამშობლოს სიყვარული,ქართველი ერის სიყვარული.

რა არის თქვენი ყველაზე დამახასიათებელი თვისება?


ჩემი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ერთგულება.

რა არის თქვენი ოცნების ბედნიერება?


- მინდა ჩემი ქვეყანა გამთლიანებული და აყვავებული ვნახო,ჩემს ქმარშვილში,შვილისშვილებში,ჩემს ოჯახში დავფუსფუსებდე და ვწერდე ჩემი ქვეყნის სილამაზეზე და აღმშენებლობაზე ლექსებს.
ემიგრანტები დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებში, არ იყონ მშიერი ბავშვები და მოხუცები.

რომელ მწერლებს გამოარჩევდი და რატომ?

კონსტანტინე გამსახურდიას, ბევრი რამის გამო,თუნდაც არსაკიძის მოკვეთილი მკლავის გამო.,,დაგიჭირეს მკლავი მოგჭრეს რატომ კარგი აგიგია?!

გამოვარჩევდი ვაჟას,ბუნების მოტრფიალე მთის შვილს.
ძალიან მიყვარს ბუნება,ფრინველები და ცხოველები.
გავკადნიერდები და ვიტყვი,ბუნების სიყვარულში ვგავარ ამ ბუმბერაზ ადამიანს.

ტრადიცია,რომელიც გიყვარს?

სტუმარ- მასპინძლობის ტრადიცია, ჩემი აზრით არსად ისე არ ხვდებიან სტუმარს როგორც საქართველოში.

გთავაზობთ მის დაწერილ ლექსს:

***ვცხოვრობ წარსულით***

ვცხოვრობ წარსულით
უფერული გამიხდა აწმყო,
მომავალს ვუცქერ იმედით
და არც ვიცი რატომ.

ყველანი ერთად რომ ვიყავით
მე,იმ დროს ვნატრობ.
ვერ შეველევი შენს სიყვარულს
ვერასდროს დავთმობ.

იმ ნაჩუქარი ყვავილების
სურნელიც მახსოვს.
დღესაც წარსული
მასულდგმულებს
და,ეხლაც მათბობს.

რომ დავბრუნდები
შენ იქნები ალბათ შეცვლილი,
მეც,სხვანაირი დავბრუნდები
თმაშევერცხლილი.

მარტოობაში გაიცვითა
ახალგაზრდობა.
ვერ შევაჩერებთ
არ იციან, წლებმა დანდობა.

ფიქრმა წამიღო, ამ ღამესაც
გამიტყდა ძილი.
იქნებ ,სიბერე მაინც მოგვცეს
უფალმა ტკბილი.

ვცხოვრობ წარსულით...
აწმყოშია მუქი ფერები,
მომავალს მაინც
იმედებით შევეგებები.

ნანა ჩარკვიანი
კომენტარები