"არცერთი დღე ხატვის გარეშე" - მანჩო გოგოჭური

"არცერთი დღე ხატვის გარეშე" - მანჩო გოგოჭური
ქალბატონო მანჩო რას გრძნობთ ხატვის პროცესში?

- ხატვა ჩემი ცხოვრებაა, არასოდეს მბეზრდება, არასოდეს მეზარება არასოდეს ვიღლები ხატვით. "არცერთი დღე ხატვის გარეშე" ასე ვცხოვრობ.ხატვის დროს ბედნიერი ვარ,მშვიდად ვარ, არაფერი მახსოვს გარშემო.მაბედნიერებს და მადლობა უფალს ამის უნარი რომ მომცა.

რა არის თქვენი ინსპირაციის წყარო "მუზა"

- ინსპირაცია ბევრი რამე შე8ძლება იყოს მხატვრისთვის, მხატვარს თავისუფლება აქვს შინაგანად და განწყობის მიხედვით იქმნება თითოეული ნამუშევარი.პანდემიის დაწყება დიდი ინსპირაცია იყო ჩემთვის და ბევრი ნამუშევარი შევქმენი ამ თემაზე, განსაკუთრებით 2020 წელს.
"არცერთი დღე ხატვის გარეშე" - მანჩო გოგოჭური

როგორგორია შემოქმედი ადამიანის ცხოვრება.
- შემოქმედი ადამიანის ცხოვრება როგორც საუნტერესო,ასევე რთულიცაა.მხატვარს სიმშვიდე და ბევრი თავისუფალი დრო ჭირდება, რაც იშვიათად არის ჩვენს ცხოვრებაში დღეს. მე ვფიქრობ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანმა უნდა მოახერხო, შეძლო და თავად შეიქმნა განწყობაც და დროც გამონახო, როცა გუყვარს შენი საქმე ამას აუცილებლად შეძლებ. ბევრი შრომაა საჭირო, დრო ძალიან ცოტა და უნდა ეცადო ყველა წუთი ნაყოფიერად გახარჯო.

უცოეთშიც გაქვთ საგამოფენო ღონისძიებებში მონაწილეობა მიღებული როგორ აფასებნ ქართველ მხატვრებს საერთაშორისო დონეზე?

- უცხოეთში მქონდა მიწვევები ნიუიორკში,ვენეციაში, მაგრამ პანდემიის გამო ვერ შევძელი წასვლა, ასევე დუბაიში და მარტში კიდევ ვიღებ მონაწილეობას art.dubai 2022 საერთაშორუსო გამოფენაში.საქართველოს ძალიან ბევრი ნიჭიერი მხატვარი ყავს და ძალიან დიდი წარნატებები აქვთ საზღვრებს გარეთ მათ შემოქმედებას. აფასებენ ნამდვილად, ქარული მხატვრობა მაღალპროფესიონალურია და ნიჭის ზეიმი.

თქვენ მუშაობთ აბიტურიენტებთან, აგრეთვე ბრძანდებით ხატვის წრის ხელმძღვანელი როგორ ფიქრობთ დაფასებულია ხელოვნება და კულტურა საქართველოში?

- დიახ მე შემოქმედებასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწევი მომავალი მხატვრებისთვის, მოზარდებისთვის ვისაც უყვარს და ნიჭი აქვს ხატვის.მართალია საქართველოში ნამდვილად არაა სათანადოდ დაფასებული ხელოვნება და არც მხატვრობა, მაგრამ ამის გამო ნიჭი არ უნდა ჩავკლათ მალე ასე აღარ იქნება. მხატვრებს ძალიან უჭირთ დღეს, ნამუშევრების რეალიზაცია, გამოფენები და ბევრი ნიჭიერი შემოქმედია ჩრდილში

კულტურის სამინისტრო რამდენად უწყობს ხელოვნებისა და მხატვრობის განვითარებას.

- იმედი მაქვს კულტურის სამინისტრო მიხედავს ამ პრობლემას და წინ წამოწევენ შემოქმედებით სფეროს.ძალიან მინდა მეტი თავისუფლება ქონდეს მხატვარს თავის ქვეყანაში.

თქვენი ნამუშევრები ძალიან პოპულარულია რა შეგრძნებაა როდესაც თქვენი შემოქმედება ხალხს მოსწონს და უყვარს?

- მე მიყვარს ჩემი საქმე და სიყვარულით ვქმნი თითოეულ ნახატს ამას მნახველი გრძნობს მე ასე ვფიქრობ, როცა მოწონთ შენი ნახატი, შენი სულის ნაწილი, ეს დიდი ბედნიერებაა მხატვრისთვის, სტიმულია, დაფასებაა, პატივია როცა შენს ნამუშევარს ირჩევენ და ოჯახში შეაქვთ. ჩემი ნამუშევრები კერძო კოლექციებში მრავლადა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.ეს ბედნიერება ჩემთვის

თქვენ გაქვთ სამხატვრო სასწავლებელი როგორა დაინტერესება ამ მიმართულებით?

- მე ბევრი მოსწავლე მყავს, უმეტესობა ზრდასრულები, რომელთაც პანდემიის დროს მოისურვეს ხატვა დაეწყოთ და ბავშობის ოცნება განეხორციელებინათ.ძალიან ბევრმა აღმოაჩინა ნიჭი თავისთავში და აქტიურად მუშაობენ ახლა,ხატვა ერთგვარი თერაპიაა და ესაც პანდემიის დროს საჭირო გახდა საზოგადოებისთვის.
ასევე ემიგრანტებისთვის რომლებიც მრავლად არიან ჩემს ონლაინ კურსებზე.
ვაწყობ მასტერკლასებს ბუნებაში მსურველთათვის და ვხატავთ შერჩეულ პეიზაჟებს ცოცხლად,ნატურიდან, რომელიც ძალიან სასიამოვნო პროცესია მხატვრისთვისაც და დამწყებებისთვის მითუმეტეს, ასევე ჩემს სახელოსნოში ძალიან სასიამოვნო გარემოში მოდიან და მუშაობენ ჩემი დახმარებით ვისაც სურვილი აქვს.
თუმცა ასევე მინდა ავღნიშნო, ბოლო რამდენიმე წელია უფრო დაფასდა მხატვრობა შედარებით, ბევრს აქვს სურვილი ნახატით ტკბობის და შეძენის.

ქალბატონო მანჩო თქვენ არაერთი პერსონალური გამოფენა გქონდათ. მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ?

- მქონდა სამი პერსონალური გამოფენა თბილისის გალერებში, ასევე ვარ ბევრი ჯგუფური გამოფენის მონაწილე, ჩემი ნამუშევრები შესულია ათამდე კატალოგში. რათქმაუნდა არ ვაპირებ გაჩერებას და უფრო მეტის გაკეთებას ვგეგმავ ამ კუთხით.იგეგმება რამდენიმე გამოფენა საზღვარგარეთ და კიდევ ბევრი საინტერესო სიახლეები.
მადლობას გიხდით ჩემი შემოქმედებთ დაინტერესებისთვის.
კომენტარები