,,მოსწავლეს ჩემს მოთხოვნებს არ ვუყენებ" - გიორგი ფიფია

,,მოსწავლეს ჩემს მოთხოვნებს არ ვუყენებ" - გიორგი ფიფია
საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაცვის წევრი გახლდათ, როგორც თავად ამბობს ზვიად გამსახურდიას გუნდში ყოფნამ მიმტევებლობა , დიდსულოვნება, ადამიანების და სამშობლოს სიყვარული ასწავლა. პედაგოგი გიორგი ფიფია გასული წლის დეკემბერში, განათლების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პერსონას ტიტულის მფლობელი გახდა.




რატომ აირჩიეთ პედაგოგის პროფესია?
- ბავშვობაში გეოლოგია მიტაცებდა მაგრამ ბოლოდ გეოგრაფიისკენ გადავიხარე. არ ვიცოდი რა პასუხისმგებლობა იყო პედაგოგობა მერე მივხვდი რამხელა ტვირთია მასწავლებლობა და პატივი.

როგორია მოსწავლეებთან მუშაობის თქვენებური პრინციპი?
- მეგობრობა, სიყვარული, სიმართლე . ბავშვებს უყვარვარ და ჩემგანაც დიდ სიყვარულს გრძნობენ, ვმეგობრობთ, დანარჩენი თავისით ჯდება კალაპოტში . სიყვარულზე და მეგობრობაზე ვაგებთ სწავლას და ურთიერთობებს.


როდესაც მოსწავლე არ სურს სწავლა ამ შემთხვევაში რა ხერხს მიმართავთ?

- თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო, მოსწავლეს ჩემს მოთხოვნებს არ ვუყენებ, მე მიყვები თითოეული მოსწავლის შთაგონებას და სწავლაც უფრო კარგად გამოდის.

როგორია თქვენი განრიგი სამსახურში და სახლში?
- სამსახურიც და ოჯახიც ძირითადია, სკოლას დიდი დრო მიაქვს მაგრამ ეს ამად ღირს . სკოლაც ჩემი მეორე ოჯახია ასე რომ სულ ოჯახში ვარ .


რა დროს ატარებთ შვილებთან ?

- ვცდილობ შვილებთან მეტი დრო გავატარო , რამდენადაც და როგორც გამომდის.
,,მოსწავლეს ჩემს მოთხოვნებს არ ვუყენებ" - გიორგი ფიფია


შვილების აღზრდის თქვენებური მეთოდი გაქვთ?

- ვცდილობ ადამიანები გავზარდო, სიკეთე პირველი ვალდებულება იყოს, კარად ისწავლონ და ჯანმრთელები იყვნენ.

იყავით საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაცვის წევრი, რა გავლენა იქონია ამან თქვენზე? რა გასწავლათ?

- მიმტევებლობა , დიდსულოვნება, ადამიანების და სამშობლოს სიყვარული, არ შეიძლება ზვიად გამსახურდიას გვერდით იყო და არ გაგიორმაგდეს დიდსულოვნება , უფლის სიყვარული, ამაზე ბევრი ლაპარაკი შეიძლება, ცალკე თემაა.

დროთა ცვლილება მოქმედებს თუ არა მომავალი თაობის განვითარებაზე ?

- ეს სულ იყო არის და იქნება, ყველა თაობას თავისი კალიგრაფია აქვს და ღმერთმა ნუ ქნას ასე რომ არ იყოს .

რომ შეადაროთ ადრინდელი წლები 2022 წელს რა მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოყოფდით?
- დიახ გამოვყოფდი 90 იანი წლები შევარდნაძის დაქცეული საქართველო და 2003 წლიდან გამოცოცხლებული სახელმწიფოს ზვიადის შექმნილი და მერე ჩამოშლილი სახელმწიფოს აღდგენა , ეკონომიკის , ინფრასტრუქტურის გამოცოცხლება და ხალხის იმედის დაბრუნება . დღეს ბევრი რამით არა ვარ კმაყოფილი მაგრამ იმედი მაქვს საქართველო გაბრწყინდება .

კარგი პედაგოგი კარგი ფსიქოლოგია? ვინაიდან ყველა ბავშვს განსაკუთრებული მიდგომის ხერხი სჭირდება

- დიახ, ფსიქოლოგია ნებისმიერი პედაგოგი, წამიერი მოდუნება ჩაშლილი გაკვეთილია, უმნიშვნელო შეცდომა ან არ მოზომილი სიტყვა, ყურადღების არათანაბარი, გადანაწილება ბავშვის გულის ტკენაა რაც კატასტროფაა.

ქველმოქმედებაშიც აქტიურად ხართ ჩართული? რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ ქველმოქმედი და აკეთოთ სიკეთე?
- ქველმოქმედება ხმამაღალი ნათქვამია , უბრალოდ ვცდილობ დავეხმარო ადამიანებს, ეს ხომ ყველას ვალია, არ ვეძებ მადლს და სიკეთეთაც არ ვთვლი ამას, ეს უბრალოდ ადამიანის ვალია , ადამიანები გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ.

რა გეგმები გაქვთ?
- სწავლა სიკვდილამდეა, რაც არ ვიცი ვისწავლო და რაც ვიცი ვასწავლო მომავალ თაობას და ჩემს შვილებს.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი