,,გეტყვით რომ მიყვარხართ" - ემიგრანტი ქალბატონი თურქეთიდან

,,გეტყვით რომ მიყვარხართ" - ემიგრანტი ქალბატონი თურქეთიდან
ემიგრანტი ეკა ნადირაშვილი თურქეთში სამუშაოდ 13 წლის წინ გაჭირვებისა და ეკონომიური მდგომრეობის გამო წავიდა, აღსანიშნავია ისიც რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას ახდენს. მალე საავტორო კრებულს გამოსცემს, ასევე ენის ცენტრში ემზადებიან წიგნის "ემიგრანტის ტკივილები "-ს გამოსაცემად

როგორ წახვედით საზღვარგარეთ?

ეკონომიურმა პირობებმა ჩემი ემიგრაციაში წასვლა განაპირობა.

თქვენთვის რას ნიშნავს პოეზია?


ჩემთვის პოეზია სულიერი საზრდოა რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია.

რამდენად რთულია საზღვარგარეთ ცხოვრება?


გეტყვით რომ საკმაოდ რთულია... გენატრება შენი სამშობლო, ოჯახი, შვილები, საყვარელი ადამიანები. თავს გრძნობ ეულად უცხო ქვეყანაში, გხვდება ენის ბარიერი, სრულიად განსხვავებული სარწმუნოება ადათ-წესები. ნუ მოკლედ რთულია .

საზღვარგარეთ ქართული კულტურის განვითარებას ეხმარებით, ეს ყოველივე თქვენთვის რამდენად საპასუხისმგებლოა?


მე გახლავართ სტამბოლში არსებული "ენის ცენტრის" უფროსის მოადგილე, ეს ცენტრი დაარსა თურქეთელმა ჩვენებურმა, ბატონმა. გოდერძი მახარაძემ. ვფიქრობ რომ ჩვენმა ენის ცენტრმა უკვე თქვა თავის სათქმელი ქართული ენისა და კულტურის განვითარების საქმეში.
რა თქმა უნდა ყველა ქართველის მოვალეობაა თავისი ქვეყნის კულტურა გააცნოს უცხო ქვეყნის ადამიანებს.

გაქვთ ტრადიცია რომელსაც ყოველთვის მიყვებით?


ჩემთვის განსაკუთრებულია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი... სამწუხაროდ ვერ ვახერხებ უკვე 13-ი წელია ტრადიციულად შევხვდე ამ დღეებს, რაც ძალიან გულს მტკენს.

რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს და თქვენს გულშემატკივრებს?

ქართველ ემიგრანტებს ვეტყვი, რაც შეიძლება მალე დაგვესრულებინოს ემიგრაციაში ყოფნა და დავბრუნებულიყავით ჩვენს სამშობლოში ოჯახებში, ჩავხუტებოდეთ ჩვენს მონატრებულ შვილებს.
ჩემს გულშემატკივარს დიდ მადლობას გადავუხდი ჩემდამი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისთვის.
გეტყვით რომ მიყვარხართ.

როგორ ფიქრობთ რა უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ ქართული კულტურის მეტად პოპულარიზაციისთვის?


ქართულ და უცხოური კულტურის სამინისტრო უნდა დაეხმაროს უცხოეთში არსებულ ქართულ კერებს, რათა მეტად პოპულარული გახდეს ქართული ენის ისტორიის და კულტურის განვითარება უცხო მიწაზე. ამ საქმეში უნდა ჩაერთონ აქტუალურად საელჩო და საკონსულო.

რამდენად ხშირად იმართება თურქეთში ლიტერატურული საღამოები და როგორ აორგანიზებთ?

თურქეთში მოგეხსენებათ ერთი კი არა რამოდენიმე ქართული საზოგადოების ცენტრი არსებობს და შესაბამისად იმართება საღამოები.. ღონისძიებები, რომელსაც თითქმის ხმამაღლა ვიტყვი რომ არ ვაკლდები..ასევე ჩვენს ენის ცენტრშიც ორგანიზებას ვუკეთებთ საინტერესო საღამოებს.

,,გეტყვით რომ მიყვარხართ" - ემიგრანტი ქალბატონი თურქეთიდან


წლის პერსონა გახდით, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?


ეს ჩემთვის დიდი პატივია..ვერ გადმოვცემ იმ ემოციას რასაც განვიცდი..
ეს მავალებს უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ერისა და ქვეყნის წინაშე, უცხო მიწაზე როგორც შემეძლება.

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ საკმაოდ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს ;- პირველ რიგში საკუთარი კრებულის გამოცემის .
და ენის ცენტრში ვმუშაობთ პროექტზე "ემიგრანტის ტკივილები " რომელშიც მონაწილეობას იღებს ქართველი პოეტი და არაპოეტი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მიმოფანტული ემიგრანტები სულ მალე ეს წიგნი იხილავს მზის სინათლეს და გაახარებს ემიგრანტის გულებს .
თანაავტორებს.

ავტორი: მარიამ ბერძენიშვილი
კომენტარები