შეუკვეთეთ,უგემრიელესი ტორტები საკონდიტრო ხაზისგან

შეუკვეთეთ,უგემრიელესი ტორტები საკონდიტრო ხაზისგან
ას სხვადასხვა ფერისა და გემოს, ჰაეროვანი და სურნელოვანი ორცხობილები ამშვენებდა… სუნისა და გემოს რეცეპტორების წყალობით, წამიერად გადავინაცვლე წარსულში და ბებოს ხელით მომზადებული ტკბილეულის ორომტრიალში აღმოვჩნდი… ორცხობილების ტკბილმა ხაზმა კომპანია „ხაზამდე“ მიმიყვანა და ის ადამიანები აღმომაჩენინა, რომლებიც კოვიდრეალობას არ შეუშინდნენ და სწორედ პანდემიის პერიოდში ჩაუყარეს ახალ ხაზს საფუძველი…
შეუკვეთეთ,უგემრიელესი ტორტები საკონდიტრო ხაზისგან

„ხაზის“ მთავარი ნიშა ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული პროდუქციის წარმოება და ფასთა შკალაზე ხელმისაწვდომობის განსაზღვრაა.

ამ ეტაპზე „ხაზის“ მხოლოდ ერთი მიმართულებაა აქტიური – საკონდიტრო ხაზი, რომელიც ტორტებსა და ნამცხვრებს აერთიანებს, ასევე, სხვადასხვა სახის, გემოსა და ფერის უგემრიელეს ორცხობილებს მოიცავს.

სამომავლოდ, კომპანია გეგმავს, გააქტიუროს მზა პროდუქტებისა და ცომეულის ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის ცომეულს, სალათებსა და მზა პროდუქტებს გააერთიანებს. ასევე, ნახევარფარიკატებს, ეს იქნება ხორცისა და სულგუნის პელმენები, ბლინები და ა.შ.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: ტატას მეგობარმა ეთო სუჯაშვილმა კულინარიის კურსების გავლა გადაწყვიტა, პრაქტიკული ნაწილის შემდეგ, თავისი მომზადებული ნამცხვარი ტატას დააგემოვნებინა. ტატას და ეთოს, პარტნიორად მათი თანამშრომელი სოფო ფულარიანი შეუერთდა, რომელმაც სააღდგომო პერიოდში პასკების მომზადება გადაწყვიტა. შემდეგ იყო დეგუსტაცია, უამრავი შეკვეთა და დისტრიბუცია მაღაზიათა სხვადასხვა ქსელში.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ხაზი“ წინასწარი შეკვეთების გარდა, მომხმარებელთან პროდუქციის ადგილზე მიტანის სერვისსაც უზუნველყოფს.
კომპანია ხაზი მისმართი:დიღომი ბაქრაძის 16
მობილური: 574-462-211
კომენტარები