მაღალი კლასის, ელიტური სასტუმრო ,,გორა" იმერეთში, პერსონას ტიტულს მიიღებს

მაღალი კლასის, ელიტური სასტუმრო ,,გორა" იმერეთში, პერსონას ტიტულს მიიღებს
საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ შალვა ბობოხიძეს და სასტუმრო გორას ,,პერსონა 2021“ -ის ტიტულზე ტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
შალვა ბობოხიძე დაიბადა 1957 წლის 12 მაისს პედაგოგთა ოჯახში. 1978 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პედაგოგიის მიმართულებით. ასევე 1999 წელს დაამთავრა ოცხელის სახელობის უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. დაიწყო მუშაობა პედაგოგად ქუთაისის საჯარო სკოლაში, სადაც 27 წლის განმრავლობაში ასწავლიდა მოსწავლეებს. დაოჯახდა 1979 წელს, ჰყავს 1 შვილი და 3 შვილიშვილი. საოჯახო სასტუმროს ბიზნესი 2002 წელს დაიწყო, ამჟამინდელმა სასტუმრო ,,გორამ“ მშენებლობისა და განვითარების მრავალი ეტაპი გაიარა, სასტუმრო რომელიც მომხმარებელს 6 ნომრით ემსახურებოდა დღეს 60 ნომერს შეადგენს. სასტუმრო ,,გორა“ ბაგრატის ტაძარსა და გაბაშვილის პარკს შორის მდებარეობს, სასტუმროს სტუმრებს ქალაქში ფეხით გადაადგილება და დათვალიერება შეუძლიათ. სადსტუმრო დღეს ემსახურება 100 პერსონას.
მაღალი კლასის, ელიტური სასტუმრო ,,გორა" იმერეთში, პერსონას ტიტულს მიიღებს


ასევე სასტუმროს აქვს დახურული კვების ბლოკი ასევე ღია სივრცეეები, ქალაქის ულამაზესი ხედებით. სასტუმროს განვითარებას ხელი შეუწყო როგორც შალვა ბობოხიძისა და მისი ოჯახის დაუღალავმა შრომამ. დღეს იგი ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროდ ითვლება საქართველოსა და კერძოთ ქუთაისში, იმერეთის რეგიონში. სასტუმრო გამოირჩევა განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით. სასტუმროს ხელმძღვანელი შალვა ბობოხიძე ხელს უწყობს ქართული ტრადიციული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციას, იგი სასტუმროს ქართველ და უცხოელ სტუმრებს ქართული ტრადიციულული ჩოხა ახალუხითა ხვდება. გარდა სტანდარტული მომსახურებისა, სასტუმრო ,,გორა“ს მენეჯმენტი მომხმარებელს სხვადასხვა საღამოებს უწყობს (ქართული ღვინის დაგემოვნება, ტრადიციული სამოსის ჩოხა ახალუხის სტუმრებისთვის მორგება, ტრადიციული სადღეგრძელოების ყანწებით დალევა და სხვა).


სასტუმროს აქვს გამორჩეულად ლამაზი ხედებით ღია ტერასა სადაც იმართება ღონისძიებები, პრესკომფერენციები, ფოლკლორის საღამოები და ქორწილები. აღსანიშნავია ისიც, რომ შალვა ბობოხიძემ ქუთაისში პირველმა შექმნა დიდი სასტუმრო, რომელსაც ტურისტების დიდი ჯგუფების მიღება შეუძლია, მან ამით ხელი შეუწყო ქუთაისში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციას. სასტუმროს აქვს ტრანსფერიც. სასტუმრო გორა ასევე თანამშრომლობს ქართულ და უცხოურ ტურისტულ სააგენტოებთან. სასტუმროს აქვს სტანდარტული ლუქსის ტიპის სტანდარტული ნომრები და პარკინგის ადგილი. სასტუმროში დასაქმებულნი არიან სერტიფიცირებული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები. სასტუმროს ხშირად სტუმრობენ ცნობილი სახეები, მომღერლიბი,მსახიობები და ტელე წამყვანები. სასტუმროს განსაკუთრებული მასპინძლობით კმაყოფილი ქართული და უცხოური მედია ხშირად წერს.

კომენტარები