ვინ არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, ვისაც ჯიმი მაქაცარია ვიზების გაყალბების საქმეში ამხელს

ვინ არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები, ვისაც ჯიმი მაქაცარია ვიზების გაყალბების საქმეში ამხელს
ამერიკის ვიზების გაყალბებაში ბრალდებული შოუმენი და პროდიუსერი ჯიმი მაქაცარია LIDER TV- ს გლდანის მერვე დაწესებულებიდან დაუკავშირდა და სკანდალური საქმის უცნობ დეტალებზე უამბო. მისი თქმით აქღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა 3 ადამიანი შოუბიზნესიდან ვისაც მალე დაასახელებს.


როგორ აღმოჩნდი ვიზების გაყალბების საქმეში?

- ძალიან ბევრი ტყუილი ითქვა ამ საქმის გარშემო, შემთხვევით მოვხვდი ამ გაუგებრობაში და მოვა დრო როდესაც ყველაფერს ვიტყვი, გაირკვევა სიმართლე.
აღნიშნულ საქმეში, როგორც ვიცით რამდენიმე ცნობილ სახეც ფიგურირებს, მაგრამ არ გათქვი, ვინ არიან ეს ცნობილი სახეები?

- დიახ ესეთი ფაქტი იყო რათქმა უნდა, სახელი და გვარის დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მე არ გავწირე ის ადამიანები და ჩემს თავზე ავიღე მხოლოდ აღნიშნული. ესენი არიან სამი ადამიანი შოუბიზნესიდან.
ვინ არიან ეს ადამიანები? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვანებიც ფიგურირებდნენ აღნიშნულ საქმეში

- არა ტელეწამყვანები აღნიშნულ საქმეში არ ფიგურირებენ,გავრცელებული ინფორმაცია ჯაჯოზე და ბატონ ნოეზე სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა როგორც ავღნიშნე არიან შოუბიზნესის წარმომადგენლები რომლებსაც ამ ეტაპზე არ დავასახელებ.

რას ნანობ?

- ყველაზე მეტად ადამიანების მიმართ ნდობას ვნანობ, ვენდე იმ ადამიანებს ვისთანაც საერთოდ მეგობრობა არ უნდა მქონოდა, მაგრამ სწავლობ შენს შეცდომებზე.

რა გემები გაქვს?

- დავასრულე წიგნის ,,შოუბიზნესის ბოზები“ - ს წერა რათქმა უნდა ციხეში დიდი დრო მაქვს ყველაფრის გასაკეთებლად. ჩემი მენეჯერი ნინო სოხურაშვილი წიგნს ბეჭვდაში მალე გაუშვებს. ასევე მაქვს მემუარები რომელიც ციხეში დავწერე. მინდა ვისარგებლო შემტხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ციხის გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას, დირექტორს ნოდარ ქინქლაძეს და ასევე ზურა მოდებაძეს.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი