მეზღვაურ ვანო ჩიტიშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება

მეზღვაურ ვანო ჩიტიშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება
ჯგუფ “ვანილა ქეიჯის” ვოკალისტი, თეო ჩიტიშვილი, საკუთარ ძმაზე წერს და საზოგადოებას დახმარებას თხოვს. რამდენიმე დღის წინ 33 წლის მეზღვაური ვანო ჩიტიშვილი საკუთარი მოტოციკლეტით ავტოავარიაში მოჰყვა, რის შემდეგაც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ამ მომენტში ოჯახს ესაჭიროება საზოგადოების გვერდში დგომა, განსაკუთრებით კი ფინანსურად. რადგან ვანოს გადასარჩენად ბრძოლა უდიდეს ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება და ოჯახის რესურსები მას ვეღარ წვდება.

“გამარჯობათ მეგობრებო! დღეს ყველა თქვენთაგანის გვერდში დგომა გვჭირდება ამ უკეთილესი ბიჭის გადასარჩენად! ვანო ჩიტიშვილს 27 თებერვალს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს! მოტოციკლის მართვის დროს მას უკნიდან დაეჯახა და გადაუარა ჰაიდელბერგ ცემენტის ბეტონმზიდმა მანქანამ, რის შედეგადაც ის ახლა სიკვდილს ებრძვის: აქვს უამრავი ღია ჭრილობა და მოტეხილობები, დაკარგა მთლიანი ფეხი, არის მართვით სუნთქვაზე და პლიუს ამას ებრძვის უამრავ ინფექციას და ბაქტერიას. ექიმები მასთან ერთად იბრძვიან და ყველაფერს აკეთებენ ვანიკოს გადასარჩენად.
მეზღვაურ ვანო ჩიტიშვილს საზოგადოების დახმარება ჭირდება

ვანო საზღვაო ოფიცერია, მიზანმიმართულმა, შრომისმოყვარემ, შეუპოვარმა, პასუხისგებლობის გრძნობის მქონემ და პოზიტიურმა, მან მოახერხა ის, რომ თავისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უკვე წლების მანძილზე კაპიტნის მეორე თანაშემწედ მსახურობდა უზარმაზარ გემებზე, თვეობით მიდიოდა ოჯახიდან შორეულ ნაოსნობაში და ბრუნდებოდა, შემდეგ ისევ თავიდან. წელს, ის მიუახლოვდა თავის უდიდეს ოცნებას და მიზანს, კაპიტნის რანგს, რამდენიმე თვეში ვანო პირველად ცხოვრებაში უნდა გასულიყო ზღვაში როგორც ხომალდის კაპიტნის პირველი თანაშემწე, ამას დაემატა ისიც, რომ ვანო დაოჯახდა და ცოტა ხანში შეიტყო ბედნიერი ამბავი, რომ მამა უნდა გამხდარიყო, საუბედუროდ, მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა, ეს ბიჭი ახლა სიკვდილს ებრძვის, მას კი გარეთ ფეხმძიმე ცოლი ელოდება, რომელიც მუდმივად გვერდში უდგას და ამხნევებს მას!

ოჯახს ესაჭიროება ყველას გვერდში დგომა ნებისმიერი რესურსით, განსაკუთრებით ფინანსურად, ვინაიდან ვანოს გადასარჩენად ბრძოლა უდიდეს ხარჯებს უკავშირდება და ოჯახის რესურსები მას ვეღარ წვდება.

ვანოს სიცოცხლე ახლა ყველა ჩვენთაგანის ხელშია. გთხოვთ გავერთიანდეთ, თქვენი თითოეული შემოწირულობა უმნიშვნელოვანესია, თითოეული გაზიარება თუ ინფორმაციის გავრცელება!” – ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

საბანკო რეკვიზიტები:
თიბისი ბანკი #GE66TB7995345061100079
საქართველოს ბანკი #GE16BG0000000498780148
საზღვარგარეთიდან : https://gofund.me/735e951c
კომენტარები