მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, თანამდებობა დატოვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, თანამდებობა დატოვა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ადასტურებს:

"13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე.მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გახარია-ს, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას"- წერს მეზვრიშვილი.
კომენტარები