საქართველომ რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა

საქართველომ რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა
პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ საქართველომ, ყარაბაღში სამხედრო კონტინგენტის გადაყვანის მიზნით, რუსეთს საჰაერო დერეფანი გაუხსნა.

,,ამ ეტაპზე, საკითხის გადაუდებლობიდან და მშვიდობის დამყარების შეზღუდული დროიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილი, გამონაკლისის სახით, გადაიყვანება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებული და შეზღუდული ვადით. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “ ამბობს აბაშიძე
კომენტარები