გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა
საქართველოს პრემიერს გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა. პრესამსახურის ინფორმაციით, გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
31 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით დაუდგინდა კორონავირუსი.
კომენტარები