დიზაინერმა გიორგი მასხულიამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

დიზაინერმა გიორგი მასხულიამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
ია ფარულავას გადაცემის შემდგომ დიზაინერმა გიორგი მასხულიამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა, პირადი ცხოვრების გასაჯაროვების თაობაზე, იგი ტელეწამყვან ნინო ადამაშვილს ადანაშაულებს. ნინო ადამაშვილმა სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა, სადაც წერდა, რომ გიორგი მასხულია ნაშვილები იყო და დედამისმა ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა. აღნიშნულის შემდეგ ლანდა მასხულია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გიორგი მასხულია: ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, ქედს ვიხრი ამ დიდი გვერდში დგომისთვის, რაც შეეხება ნინო ადამაშვილს ის აუცილებლდ კანონის წინაშე აგებს პასუხს, ხოლო ია ფარულავა და გიორგი ნაზღაიძე ჩემი იმიჯის შელახვისთვის და ესეთი მარაზმისთვის, საჯარო ბოდიშს მოიხდიან, არაფრით დავთმობ.
სამართალმა უნდა იზეიმოს, მე დედაჩემი კინაღამ დავკარგე ამათ გამო, ჩემთვის ვშრომობ და ჩემი წვალებით ვაღწევ ყველაფერს, დამთვარდეს ჩემზე ამ გავებული ადამიანებისგან ზეწოლა.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდში დამიდექით

დიზაინერმა გიორგი მასხულიამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა




აღნიშნულს გამოეხმაურა ნინო ადამაშვილი და აცხადებს, რომ დაზარალებულად სცნეს. მან ასევე დღეს პროკურატურაში საპასუხო სარჩელი შეიტანა, ცრუ ბრალდებისთვის. მისივე განცხადებით, იგი ვრცელ კომენტარს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებს.
კომენტარები