,,არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" - რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი

,,არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე" - რაზე საუბრობს თეონა თამაზაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის გაურკვეველ მდგომარეობაში გარდაცვალების გამო, გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პრეტენზიას გამოთქვავს.


“როგორც კი ძებნა შეაფერხეს, გამოძიებაც ტაატით მიჰყავთ, არავინ არ მიკავშირდება, არავინ არ მაყენებს საქმის კურსში. რა ვერსიაზეა ლაპარაკი?! საერთოდ, რა ვერსიით მიჰყავთ. ვეჭვობ, რომ რაღაცების მიწებება და მიტყეპება უნდათ და ეგრე უბრალოდ დახურვა.

ამ წუთას არ შემიძლია, მაგრამ არ დავისვენებ ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სტრასბურგშიც გავასაჩივრებ, ჰააგაშიც და სადაც კი რამე მოიძიება, ყველგან,” – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.
კომენტარები