მუხრანში ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული დედასთან იმყოფებოდა და ფული სთხოვა

მუხრანში ჩადენილი  სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ბრალდებული დედასთან იმყოფებოდა და ფული სთხოვა
მუხრანში მომხდარ სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები ირკვევა, მკვლელი მამისა და ბაბუის მკვლელობის შემდეგ, ფულის სათხოვნელად დედასთან იმყოფებოდა.
ირკვევა, რომ ბიჭმა პაპას, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები, სავარაუდოდ, იმ არგუმენტით მიაყენა, რომ მას საკუთარ დედაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა. მამა კი წარსულში ჩადენილი დანაშაულის გამო მოკლა, რომელზეც, არსებული ინფორმაციით, მშობელმა შვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება მისცა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სასჯელის მოხდის შემდეგ 28 წლის გიორგი ოკინაშვილი შურისძიებას გეგმავდა და ამბობდა, რომ ის ციხეში მამამ გაუშვა.
"ცოტა არანორმალური კაცი იყო ეს პაპა, მოჩხუბარი იყო. ბავშვი სულ ციხეში იყო, მკვლელობაზე იჯდა, ქალი მოკლეს მაგან და თავისმა პარტნიორმა, ჯერ გააუპატიურეს... 10-15 წლის წინ მოხდა ეს," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი