მსოფლიო ჩემპიონი იური ლომიძე ადამიანის გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს

მსოფლიო ჩემპიონი იური ლომიძე ადამიანის გატაცებისა და წამების ბრალდებით დააკავეს
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონსა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისპრიზიორ იური ლომაძეს ადამიანის გატაცებისა და წამებისათვის 10-წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოჭიდავე თავის ძმა, ფეხბურთელ ლუკა ლომაძესა და კიდევ 3 პირთან ერთად გუშინ, 4 ივლისს ოზურგეთში დააკავეს. დაკავებულებმა ბათუმიდან გაიტაცეს ახალგაზრდა, ოზურგეთში წაიყვანეს და ერთ-ერთი სოფელში აწამებდნენ. სავარაუდო დანაშაულის მიზეზად შურისძიება სახელდება.

მთავარი არხისვე ინფორმაციით, დაზარებული პიროვნება ბათუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სასამართლო კი დაკავებულთათვის წინასწარი პატირმრობის შეფარდებაზე დღეს, 5 ივლისს იმსჯელებს.

წყარო: მთავარი არხი
კომენტარები
მსგავსი სიახლებეი
შემთხვევითი