ქმარმა ცოლს ყუმბარა ესროლა და შემდეგ თავში დაჭრა

ქმარმა ცოლს ყუმბარა ესროლა და შემდეგ თავში დაჭრა
პოლიცია და გამნაღმველები მუშაობენ ამ წუთებში ხაშურის ცენტრში, სადაც რამდენიმე საათის წინ, ირაკლი დეკანოიძემ 30 წლის ყოფილი მეუღლე, ნათია გოგალაძე დაჭრა.
როგორც "ნიუპოსტმა" გაარკვია, ახალგაზრდა კაცმა, რომელიც ამ დრომდე თავისუფალია, სილამაზის სალონში, სადაც ყოფილი ცოლი იმყოფებოდა ხელყუმბარა შეაგდო.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, მას შემდეგ რაც ასაფეთქებელი მოწყობილონბა არ აფეთქდა, დეკანოიძემ ყოფილ ცოლს მრავლობითი დაზიანება ბლაგვი საგნით მიაყენა და მისი მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.
სწორედ აღნიშნული ხელყუმბარის განაღმვას ცდილობენ სპევიალისტები. კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაციაც განხორციელდა.

თვითმხილველების ნაწილი აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

ირკვევა ისიც, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს 5 წლის წინ დაშორდა, თუმცა ისინი ოფიციალურად დღეს უნდა გაშორებულიყვნენ.
კომენტარები